ყვიბისის წმინდა გიორგის ეკლესია
ყვიბისის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | დარბაზული ეკლესია |
ყვიბისის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს სოფლის სასაფლაოს ტერიტორიაზე. ეკლესია ცალნავიანი და დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც აშენებულია ფლეთილი ქვით, კირის დუღაბზე. საკურთხევლის ცენტრში დადგმულია ერთი მასიური ქვის ტრაპეზი, ხოლო სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში ამოღებულია ზომით ერთი მეორისაგან განსხვავებული 34 ვიწრო სარკმელი. შესასვლელები დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებშია დატანებული. ტაძრის ეზოში თავად ქაიხოსრო ავალიშვილის საფლავის ქვაა, რომელზეც მოთავსებულია მხედრული ეპიტაფია. საფლავის ქვა შემდეგი სახით იკითხება:
როგორც აღნიშნული საფლავის ქვის წარწერიდან ვიგებთ, ბორჯომის ხეობის თავადი, ავალ ავალიშვილის ვაჟი ქაიხოსრო 44 წლის ასაკში ხის დაცემით მის მამულ საკოჭავში გარდაცვლილა. მას დარჩენია მეუღლე სახელად ნინო, სამი ძე და სამი ასული. ეპიტაფიის ბოლოს ქაიხოსრო თავის ოჯახს უბარებს, რომ ის დაკრძალონ მის მიერ განახლებულ ყვიბისის წმიდა გიორგის ეკლესიაში და იზრუნონ მისი სულისათვის.როგორც ვხედავთ, გარდაცვალებამდე ანუ 1851 წლამდე ქაიხორო ავალიშვილს განუახლებია ყვიბისის წმიდა გიორგის ეკლესია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2014, გვ. 33-35.
- გელაშვილი ბ., ცოტა რა ყვიბისის წარსულიდან, გაზეთი „რეპორტი-2“, ბორჯომი, 2009 წელი, 18 სექტემბერი, # 53
- გოილაძე ვ., ჩვენი მხარისა და სოფელ ყვიბისის წარსულიდან, ჟურნალი „თორი“, ბორჯომი 2008 წელი, # 3