განხილვა:ყასიმ-ჟომართ თოყაევი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მგონი ქასიმ უნდა იყოს. მაგ., მარქაქოლი, к — ქ. გიო ოქრო 21:19, 20 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

კი მართალი ხარ. ყაზახურში ორი ასეთი ასოა. Қ იკითხება როგორც ქ. --ჯაბა 1977 03:47, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--ჯაბა 1977 03:57, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

გაკეთებამდე იქნებ გვემსჯელა? Қасым-Жомарт Кемелұлы Тоқаев [qɑˈsəm ʒɔˈmɑrt cɛˌmɛluˈlə tɔˈqɑjɪf] — თუ Қасым (ქ არის) Тоқаев (კ — რატომ დარჩა, სხვა ასოა?). საინტერესოა ქართულში როგორ გადმოდის T (ტ თუ თ) და ცუდი არ იქნება სტატიაში Кемелұлы თუ ვთარგმნით. ინგლისური ტრანსკრიფცია ქართულში ალბათ ნაკლებად გამოგვადგება, მაგრამ მაინც შემოვიტანე.--ცანგალა 08:49, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
Қ ტრანსკრიფციაში არის [q], ხოლო К —[k]. ახლა გასარკვევია რომელი როგორ გადმოდის. მაგ., ყიზილყუმი — ყაზ. Қызылқұм. გიო ოქრო 08:54, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
თუ ყაზ. Қызылқұм ყიზილყუმია — მაშინ Қасым ყ ხომ არ იქნება ყასიმ და Тоқаев ტოყაევი (ტოქაევი) ან თოყაევი (თოქაევი) ხომ არ იქნება? Кемелұлы — კემელული?--ცანგალა 09:33, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ქსე, ტ. 11, გვ. 163 — რუკაზე: ტბა ალიბეი (ჩვენ გვაქვს კალიბეკი, შეცდომით). ამ ტბას ყაზახურად ჰქვია Қалыбек, ესეიგი ქართულში Қ, ხოლო К — ქ. გიო ოქრო 09:44, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
დაგვრჩა Т თ თუ ტ?--ცანგალა 10:06, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

აგერაა ტრანსკრიპციის ცხრილი, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ იმაზე გადაიტანეთ. ცანგალა სხვას მოუწოდებ საბჭოთა პერიოდს გასცდნონ და შენ თავად საბჭოთა ენციკოპედას ვერ გასცდი. :)) --ჯაბა 1977 13:27, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. გვარში ქ-ს არსებობაზე გეთანხმებით. --ჯაბა 1977 13:28, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: პირველ რიგში შენც ხარ თანახმა, რომ თუ თანამედროვე წყაროები არ გვაქვს ვეყრდნობით ძველს და სამწუხაროდ ძველი საბჭოთა დროინდელია (რაც მრავალჯერ მიგითითებია — ასე, რომ შენც თავად საბჭოთა ენციკოპედას ვერ გასცდი). ახლა რაც შეეხება მეორე ამ განხილვის გვერდზე მე არ მომიტანია არაფერი საბჭოთა პერიოდიდან (ყურადღებით წაიკითხე) და მესამე რა ცხრილს გვთავაზობ ვერ გავიგე — ეს ხომ რუსულ ენასთან არის დაკავშირებული, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ ქართულ ვიკიპედიაში და გვჭირდება ქართული ენა და არა რუსული ენა. რატომ გვთავაზობ რუსულს ვერ გავიგე. მაგ. რუსულ ენაში არ არის ასო ყ (ქართულში გვაქვს)--ცანგალა 13:44, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
შენს გამოხტომებს არ ვუპასუხებ, არაა აქ ამის ადგილი. რაც შეეხება ცხრილს კარგად გადახედე რუსულს არ უკავშირდება, ლათინური ტრანსკრიპციაა და პირდაპირ გეუბნება რომ ეს არის (სხვათაშორის ეგ ასო ამ სიტყვაში Қазақ ქართულად იკითხება როგორც აზაი). ჩემთვის მთავარია სტატია არსებობს, სათაურზე კამათი შენთვის მომინდია, ეგ ყველაზე კარგად გამოგდის. :)) -ჯაბა 1977 13:55, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ, დისკუსია შენ არ გამოგდის, რადგან ვერ იტანს როდესაც ვინმე თავის აზრს გამოხატავს და არ გეთანხმება. რაც შეეხება ცხრილს ვერ გაგირკვევია ქართულ ვიკიპედიაში რაზეა საუბარი ყაზახური Қ ქართულში როგორ გადმოდის და ყაზახური K, T და ა. შ. --ცანგალა 14:25, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

ასეთია გაბოროტებული ცანგალა. საბედნიეროდ მე არ ვარ გაბოროტებული შენსავით :)))) წარმატებები. ასე გააგრძელე დიდი მომავალი გაქვს. --ჯაბა 1977 14:30, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეს ცხრილი არაფრის მომცემია, მანდ არ არის ის ასო, რაზეც ლაპარაკი მიდის. გამოთქმაში კი IPA გვჭირდება და არა რუსული. ერთადერთი წყარო საბჭოთა დროისაა და ამას ვერ შევცვლით. გიო ოქრო 15:50, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
სულ რატომ ჩხუბობთ?ასე საერთო საქმეს ვერასდროს გავაკეთებთ, ერთმანეთის დაბლოკვას ჯობია ერთად დავდგეთ ყველა--მიხეილი განხილვაწვლილი 18:11, 21 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
არავინ არის დაინტერესებული ამ პრობლემით ამიტომ მოგმართავ @გიო ოქრო: მთავარ გვერდზე ამ სტატიის სათაურია და არასწორად გვიწერია Қасым-Жомарт Кемелұлы Тоқаев — ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ხოლო სტატიაში დაიწეროს სრულად ყასიმ-ჟომართ ქემელული (თუ ქემელის ძე) თოყაევი.--ცანგალა 08:21, 23 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: თუ ? აქ ვერ ჩამოვყალიბდი. ტრანსკრიპციით არის [t], მაგრამ ქართულში გვაქვს თ [tʰ] და ტ [tʼ], პირდაპირ არცერთს არ ემთხვევა. გიო ოქრო 08:25, 23 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ე. ი. ძიებაში ვართ...--ცანგალა 08:28, 23 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ყაზახეთის რუკას რომ დავაკვირდეთ (ქსე), ერთ ასეთ ფაქტს დავინახავთ: რაც უფრო რუსეთისკენაა დასახლებული პუნქტები და გეოგრაფიული ობიექტები, იქ გამოიყენება, ხოლო რაც უფრო შორსაა, იქ — . გიო ოქრო 08:45, 23 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
უფრო სწორად კი, რუსული წარმოშობის სახელებში გვხვდება (კუსტანაი რუდნი, პეტროპავლოვსკი, ირტიშსკი, აქტიუბინსკი და ა. შ.), ხოლო ყაზახური წარმოშობისაში — (ჯეთიყარა, ჯამბეითი, ქოქჩეთაუ, ხრომთაუ, ექიბასთუზი და სხვ.). გიო ოქრო 08:50, 23 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები და იხ.ყანიშ იმანთაის ძე სათფაევი ყაზახ. Қаныш Имантайұлы Сәтбаев — ყ და თ. ұлы კი ძე არის.--ცანგალა 08:58, 23 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
ესეიგი, საბოლოო სახელია ყასიმ-ჟომართ თოყაევი, სტატიაში მიეთითება ვისი ძეც არის. დამეთანხმეთ თუ ასე ფიქრობთ (ვინც თვალს ადევნებს) და გადავიტან. გიო ოქრო 09:00, 23 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე) ყასიმ-ჟომართ თოყაევი (სათაური - როგორც შენ დაწერე), ხოლო სტატიაში ყასიმ-ჟომართ Кемелұлы(ქემელის ძე) თოყაევი. რამდენიმე დღე დაველოდოთ და გადავიტანოთ.— ცანგალა 09:07, 23 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]