ქუთაისის სობოროს ტაძარი
ქუთაისის საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°16′18″ ჩ. გ. 42°42′19″ ა. გ. / 42.271861° ჩ. გ. 42.705472° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
კურთხევის წელი | 1871 წ. |
ფუნქციური სტატუსი | დაანგრიეს 1924 წ. |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | იმერეთის საეპისკოპოსო ქუთაის-გაენათის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ჯვარულ-გუმბათოვანი |
თარიღდება | 1852-1871 წწ. |
ქუთაისის სობოროს ტაძარი — აწ განადგურებული ქართული მართლმადიდებლური კათედრალი ქუთაისში. იდგა ქალაქის დღევანდელი ცენტრალური მოედნის ადგილას და სიდიდით თითქმის ბაგრატის ტაძარს უტოლდებოდა. ეკლესია აიგო XIX საუკუნის II ნახევარში. დაანგრიეს ბოლშევიკებმა 1924 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელიც 18 წლის განმავლობაში ცნობილი მხატვრის, გაგარინის პროექტით მიმდინარეობდა, 1852 წელს დაიწყო და 1871 წლისთვის დასრულდა. 1871 წ. 15 მაისს აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა წმ. ალექსანდრე ნეველის სახელზე.[1] საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანტირელიგიურ ისტერიას, სხვა ბევრ ეკლესიასთან ერთად ვერ გადაურჩა ვერც „სობორო“. 1923 წელს კომკავშირლებმა სასტიკად დაარბიეს შენობა, გუმბათიდან ჩამოხსნეს ჯვარი, ხოლო ხატები და სხვა სიწმინდეები კი გარეთ გამოიტანეს და დაყარეს, სადაც ფეხებით ქელავდნენ. ამ ფაქტით შეძრწუნებულმა ქუთაისელმა პუბლიცისტმა ტრიფონ ჯაფარიძემ აღმასკომს მიმართა და ხელისუფლებას ტაძარში მუზეუმის მოწყობა შესთავაზა, რათა ასე მაინც გადაერჩინა იგი. ეკლესიის დანგრევის საბოლოო გადაწყვეტილება ქუთაისის სამაზრო კომიტეტის პრეზიდიუმმა მიიღო, რომლის დადგენილებაშიც ეწერა: „დაირღვეს საკათედრო ტაძარი, მასალა გამოყენებულ იქნას ძმათა სასაფლაოს შემოსაღობად, იმ ადგილას კი გაფართოვდეს მოედანი და ტაძრის ადგილას დაიდგას ამხანაგ ლენინის ძეგლი“.[2] ბრძანება 1924 წლის ზაფხულში შეასრულეს და ტაძარი ოთხ თვეში მთლიანად დაშალეს. მის ადგილას ჯერ ლენინის, შემდეგ კი სტალინის ძეგლი დადგეს.
აქ განისვენებდა საქართველოს ეკლესიიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლი სასულიერო იერარქი, ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, ასევე მიტროპოლიტი ბესარიონ დადიანი და სხვა სასულიერო პირები.[1]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ტაძრის დარბევა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ფოტო ისტორია: ერთმორწმუნეთა „საქმენი საგმირონი!“. Georgianpress.ge. ციტირების თარიღი: 2017-03-17.[მკვდარი ბმული]
- ↑ ევრო კომუნიკატორი. ციტირების თარიღი: 2017-03-17.