გრიგოლ გაგარინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრიგოლ გაგარინი
G. G. Gagarin 1867.jpg
გრიგოლ გაგარინი, ვიქტორ ვობროვის ნახატი
დაიბადა 11 მაისი 1810(1810-05-11)
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდაიცვალა 30 იანვარი 1893(1893-01-30)[2] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი შატელრო[1]
ეროვნება რუსი
სფერო ფერწერა, გრაფიკა, არქიტექტურა
გრიგოლი გაგარინის პორტრეტი

გრიგოლ გრიგოლის ძე გაგარინი (რუს. Григо́рий Григо́рьевич Гага́рин; დ. 11 მაისი [ძვ. სტ. 29 აპრილი], 1810, სანქტ-პეტერბურგი — გ. 30 იანვარი, 1893, შატელრო, საფრანგეთი) — თავადი, რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, რუსეთის იმპერატორის კარის ობერგოფმეისტერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ გაგარინი დაიბადა დიპლომატ გრიგოლი ივანეს ძე გაგარინისა (1782–1837) და ეკატერინე პეტრეს ასული სოიმონოვას (1790–1873) ოჯახში.[3] 13 წლამდე იზრდბოდა თავისი მშობლების გვერდით პარიზსა და რომში, შემდეგ კი სწავლობდა სიენაში ტოლომეის კოლეგიაში. 1826 წელს სასწავლებლის დამთავრებისთანავე ირიცხებოდა პარიზის, რომისა და კონსტანტინოპოლის საელჩოში. რამდენიმე წელიწადში მან დაიკავა მიუნხენის საელჩოს მოადგილის თანამდებობა. 1839 წელს სანქტ-პეტერბურგში დაბრუნებისთანავე გამოეშურა კავკასიისაკენ, სადაც ის მონაწილეობდა მთიელი ხალხის დამორჩილებაში.

1841 წელს ჩაირიცხა სამხედრო სამსახურში, 1842 წელს მიიღო მონაწილეობა თავად ჩერნიშოვის დაღესტნის ექსპედიციაში. შემდგომ 1848 წელს გადაყვანილი იქნა ტფილისს მიხეილ ვორონცოვთან. ადმინისტრაციული ვალდებულებეის გარდა, რომელზეც მან არაერთი ჯილდო მიიღო ის ასევე ეწეოდა საზოგადოებრივ შრომას: ააშენა თეატრი და აღადგინა ფრესკები (სიონის ტაძარი) და სხვადასხვა ძველ ტაძრებში (მათ შორის ბეთანიის მონასტერი).[4][5]

1855 წელს არჩეული იქნა სამხატრო აკადემიის პრეზიდენტად, 1858 წელს აყვანილ იქნა გენერალ-მაიორის ხარისხში, ხოლო 1859 წელს კი იმავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად იქნა დანიშნული,[6] რომელიც 1872 წლამდე ეკავა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Корнилова А. Григорий Гагарин. — М.: Белый город, 2004. — 46 с. — (Мастера живописи). — ISBN 5-7793-0721-0:1500.
  • Савинов А. Н. Гагарин Григорий Григорьевич // Лермонтовская энциклопедия / АН СССР. Ин-т рус. лит. (Пушкинск. Дом) ; науч.-ред. совет изд-ва «Советская энциклопедия» ; гл. ред. В. А. Мануйлов ; редкол.: И. Л. Андроников … [и др.]. — М. : Сов. энцикл., 1981. — С. 98.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Гагарин Григорий Григорьевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Гагарин, Григорий Иванович, Русский биографический словарь: в 25 томах. — СПб.—М., 1896—1918.
  4. Grigory Gagarin on Rulex Encyclopedia (რუსული)
  5. Grigory Gagarin in Staratel art library (რუსული)
  6. Гагарин, Григорий Григорьевич, князь // Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. В. Ф. Новицкого [и др.]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1911—1915.