ქოდალოს განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქოდალოს განძიXIII-XIV საუკუნეების ილხანების ვერცხლის მონეტების განძი. შემთხვევით აღმოჩნდა 1940 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოდალოში. ჩაფლული იყო უჭურჭლოდ. შეიცავს 501 ვერცხლის დირჰემსა და ორიან დირჰემს, რომლებიც მოჭრილია ირანის ილხანების ყაზან-ყაენისა (1295-1304 წწ.) და ოლჯაითუ-ყაენის (1304-1317 წწ.) სახელებით სხვადასხვა ზარაფხანაში. 165 მონეტა მოჭრილია თბილისში, 17 - ახალციხეში, 4 - ანისში. განძის ადრეული მონეტა თარიღდება 1298 წლით, უგვიანესი - 1306 წლით. განძი დაფლული უნდა იყოს 1307 წლის შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]