ქეთევან ირემაძე
ქეთევან ირემაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 სექტემბერი, 1912 |
დაბადების ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 19 აგვისტო, 1945 (32 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი და მთარგმნელი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ქეთევან ნიკოლოზის ასული ირემაძე (დ. 8 სექტემბერი, 1912, თბილისი — გ. 19 აგვისტო, 1945, იქვე) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1931 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. ხალას ნიჭთან ერთად გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით. მან მკითხველს გააცნო რუსი და ევროპელი კასიკოსების ქმნილებები. მან ქართულად აამეტყველა აბატ პრევეტოს „მანონ ლესკო“, ბალზაკის „ოცდაათი წლის ქალი“, დიდროს „რამოს ძმისწული“, მერიმეს „კარმენი“, დიუმას „ქალი კამელიებით“, კოსტანის „ადოლფი“, ტანიანოვის „კიუხლია“ და სხვა. ქართულიდან რუსულად თარგმნა ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები.
მას დაწერილი აქვს მონოგრაფიები ბარბარე ჯორჯაძეზე, ნინო ორბელიანზე, ეკატერინე გაბაშვილზე, ჭოლა ლამთათიძეზე, შიო არაგვისპირელზე და სხვა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 192, თბ., 1994