შინაარსზე გადასვლა

ქაფუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქაფუნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  Illecebraceae
გვარი:  ქაფუნა
ლათინური სახელი
Herniaria

ქაფუნა (ლათ. Herniaria) — ყვავილოვან მცენარეთა გვარი ლათ. Illecebraceae-ს ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახებია.

მრავალი გართხმული ღერო და წვრილი ფოთოლი აქვთ. პატარ-პატარა ერთ- ან ორსქესიანი ყვავილები ფოთლების იღლიებში აქვთ შეკრებილი კონებად. ქაფუნას 30-მდე სახეობა გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, დასავლეთ აზიაში, სამხრეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 4 სახეობა. იზრდება ველისა და ნახევრად უდაბნოს, ტყის, სუბალპურ და ალპურ სარტყელში, კლდეებსა და ღორღიან ფერდობებზე, დასარეველიანებულ ადგილებში.