შინაარსზე გადასვლა

ქართული ძალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორგანიზაციის დროშა

ქართული ძალაქართული ნაციონალისტური ორგანიზაცია საქართველოში 2015 წლიდან. ქართული ძალის წარმომადგენლების თქმით, ისინი მკაცრად აპროტესტებენ საქართველოში რუსული სპეცსამსახურეების პოლიტიკის გატარებას, ამავდროულად ეწინააღმდეგებიან დასავლეთიდან ლიბერალური ფასეულობების შემოტანასაც.[1]

ორგანიზაცია დაფუძნდა 2015 წლის 31 ივლისს. 19 აგვისტოს, ბათუმის ცენტრში ქართულმა ძალამ გამართა გაცნობითი ხასიათის მარში. 29 სეექტემბერს, სოხუმის დაცემის წლისთავზე გმირთა მოედანზე და თბილისის პარლმენტის შენობის წინ გაიმართა მდუმარე აქცია ჩირაღდნებით, ლოზუნგით „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!“. იმავე წლის 27 ნოემბერს მიტინგი რუსთაველის ძეგლთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც თბილისში ქართველი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის ძეგლის დადგმა იყო.[2] აქტივისტებმა ამ საქმის შესასრულებლად ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

2016 წლის 3 აპრილს გაიმართა მცირე მსვლელობა-მარში რუსთაველის გამზირიდან გერმანიის საელჩოს მიმართულებით. საპროტესტო აქცია საპატრულო პოლიციის თანამშრომლების თანხლებით წარიმართა, პროტესტის მოტივი კი სირიიდან და ერაყიდან, სირიის სამოქალაქო ომის მიზეზით წამოსულ ლტოლვილთა მიღების თემის წინ წამოწევა იყო.[3]

2016 წლის 17 მაისს „ქართული ძალის“ აჭარელი აქტივისტების მონაწილეობით „ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის დღის“ აღსანიშნავად მოეწყო მსვლელობა ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლიდან საკათედრო ტაძრის მიმართულებით.[4]

2016 წლის 27 სექტემბერს „ქართული ძალის“ წევრებმა თბილისის „დინამოს“ ულტრასებთან ერთად სოხუმის დაცემის დღეს მოაწყვეს მსვლელობა თბილისის დავით აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც თურქული მაღაზიების და ბარების დარბევით დასრულდა. აქციაზე წარმოდგენილი იყო თეთრი ნაციონალიზმის სიმბოლიკა. [5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]