განხილვა:ქართული ძალა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვთქვათ და არ მივაქციოთ სიტყვის წარმოშობას მნიშვნელობა, ყველგან “დროშას“ გამოყენება რა საჭიროა, არსებობს სიტყვები “ბაირაღი“ და “ალამი“. ამიტომაც არ მიწყინოთ მაგრამ “ჯინაზე“ ასეთი რედაქტირების გაკეთება და “ალმის“ ჩანაცვლება “დროშით“ რა საჭიროა, მითუმეტეს რომ ამ სამი სიტყვიდან ერთადერთი ალამი არის ქართული წარმოშობის და ქართული ენის სიწმინდის დასაცავადაც მისი გამოყენება უფრო უპრიანი იქნებოდა.

მსვლელობა 26 მაისს კი უკვე დაანონსებულია და ვფიქრობ ლინკები ფეისბუკიდან სულაც არ შეიძლება ჩითვალოს არასანდოდ. თუ სხვა რაიმე მიზეზით არ შეიძლება დაანონსებული მოვლენა ეწეროს სტატიაში გთხოვთ განმარტოთ. თარიღის მოახლოებასთან ერთად ინფორმაცია უფრო დაზუსტდება, დაემატება, მსვლელობის შემდეგ კი თუ საჭიროა თვითონ მოვახდენ სტატიის ამ ნაწილის განახლებას და რედაქტირებულ ტექსტში საუბარი იქნება წარსულ დროში.

Irakli Gunashvili განხილვა წვლილი 15:32, 19 აპრილი 2016 (UTC)[უპასუხე]

სტატია პროპაგანდისტული სტილისაა და არაფერი სცხია ენციკლოპედიურობის. — Mikheil მიწერა 00:09, 24 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]
მიშა გეთანხმები--დათო1010 09:33, 24 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ რომ აღნიშნული სტატია უნდა დარჩეს ოღონდ უნდა ამოვიღოთ პროპაგანდა. ფაქტია რომ აღნიშნული ორგანიზაცია ოფიციალურად თუ არაოფიციალურად არსებობს. პროპაგანდა წერონ თავიან საიტზე. აქ დავტოვოდ მხოლოდ მისი ენციკლოპედიური ნაწილი.--Surprizi განხილვაწვლილი 07:17, 27 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები Surprizi-ს. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:21, 27 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]
ამოიღეთ ბატონო, ამოიღეთ.. ოღონდ კი სტატია არ წაშალოთ. ვიკიპედიაზე რამდენია ამის გარდა სტატიები არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ. თუკი მართლა თქვენი აზრით პროპაგანდისტულია მოაშორეთ ეს :პროპაგანდისტულობა. ჩემი აზრით კი მაქსიმალურად მშრალია და ორგანიზაციის მოქმედებათა ქრონიკას წარმოადგენს. --წვლილი Irakli Gunashvili განხილვა 13:00, 29 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: @პაატა შ: ეგებ გადახედოთ ამ სტატიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სახით იგი წაიშლება. - OTOGI Messages 17:01, 11 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

რავი მე ეს სტატია ესე მესახება. ზედმეტი რაც მომეჩვენა მოვაცილე. ამის გარდა წინადადებები ზოგი გადავაადგილე. თუ შენიშვნა გექნებათ მომწერეთ--Surprizi განხილვაწვლილი 07:55, 12 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

არა მგონია, ეს ახლა მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მაინც: ალამი არაბული სიტყვაა და ქართულად დროშა ეწოდება :)). Deu. 08:01, 4 ნოემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]