შინაარსზე გადასვლა

ქალწულის გროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალწულის გროვა

ქალწულის გროვაგალაქტიკების გროვა ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით, რომლის ცენტრალური ნაწილი დედამიწიდან 53.8 ± 0.3 სინათლის წლითაა დაშორებული.[1] მოიცავს დაახლოებით 1300 გალაქტიკას (შესაძლოა 2000-ზე მეტსაც).[2] გროვა წარმოადგენს უფრო დიდი, ქალწულის ზეგროვის გულს, რომლის წევრიც ასევე არის ადგილობრივი ჯგუფი. ქალწულის გროვის მასა დაახლოებით 1.2×10×1015 მზის მასას შეადგენს, რადიუსი კი 2.2 მეგაპარსეკს.[3]

გროვის შემადგენელი მრავალი კაშკაშა გალაქტიკა, მათ შორის ელიფსური გალაქტიკა მესიე 87 1770-1780-იან წლებში აღმოაჩინეს, რომლებიც შემდეგ თანდათან შევდინენ ფრანგი ასტრონომის, შარლ მესიეს კატალოგში. მესიე მას აღწერდა როგორც ნისლეულს ვარსკვლავების გარეშე; მისი რეალური ბუნების შესახებ მხოლოდ 1920-იან წლებში გახდა ცნობილი.

გროვა ქალწულის თანავარსკვლავედში დაახლოებით 8 გრადუსზეა გადაჭიმული. შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილის ხილვა პატარა ტელესკოპებითაც შესაძლებელია. მისი ყველაზე კაშკაშა ობიექტია ელიფსური გალაქტიკა მესიე 49. თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი ობიექტი ასევე ელიფსური გალაქტიკა მესიე 87-ია, რომელიც გროვის ცენტრში მდებარეობს.

ქალწულის გროვა.

გროვა სპირალებისა და ელიფსების წმინდად ჰეტეროგენული ნაზავია.[4] 2004 წლის მონაცემებით, მიჩნეულია, რომ სპირალური გალაქტიკები გადაჭიმულია წაგრძელებულად, ირმის ნახტომის მიმართულებით.[5] ელიფსური გალაქტიკები უფრო ცენტრშია თავმოყრილი.

გროვა შედგება მინიმუმ სამი ქვეგროვისგან: ქალწული A, რომლის ცნეტრიც არის M87, ქალწული B — M49-ის გარშემო, ასევე დაბალი სიჩქარის ღრუბელი, რომლის ცენტრშიც განთავსებულია სპირალური გალაქტიკა NGC 4216.[6]

ქალწული A შედგება ელიფსური, ლინზისებრი და მწირი გაზის მქონე სპირალური გალაქტიკებისგან.[7]

ეს სამი გროვა ამჟამად შერწყმის პროცესშია, რის შედეგადაც შეიქმნება უფრო დიდი, ცალკეული გროვა; შემოსაზღვრულია შედარებით პატარა გალაქტიკური ღრუბლებით, რომლებიც ძირითადად სპირალური გალაქტიკებისგან შედგება და ეს უკანასკნელნი მასთან შერწყმის პროცესში არიან.[8] გარდა ამისა, ქალწულის გროვასთან გრავიტაციულად დაკავშირებულია სხვა ახლომდებარე გალაქტიკები და გალაქტიკათა ჯგუფები, რომლებიც მას მომავალში შეერწყმება.[9] ეს ყველაფერი კი იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ქალწულის გროვა საკმაოდ ახალგაზრდაა და ამჟამად ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იმყოფება.[8]

გროვის შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილი პეკულარული სიჩქარით ხასიათდება, რომლებიც გროვის ცენტრის გარშემო 1 600 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ.

ქალწულის გროვა მდებარეობს ქალწულის ზეგროვაში, რომლის გრავიტაციული ეფექტიც ახლომდებარე გალაქტიკებზეც ვრცელდება.

გროვათშორისი მატერია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი სხვა გალაქტიკების გროვების მსგავსად, ქალწულის გალაქტიკათშორისი მატერია სავსეა ცხელი, გაუხშოებული პლაზმით, რომლის ტემპერატურაც 30 მილიონი კელვინია და გამოყოფს რენტგენის გამოსხივებას.[10] გალაქტიკათშორის მატერიაში შემჩნეულია მრავალი გალაქტიკათშორისი ვარსკვლავი[11] (გროვაში არსებულ ვარსკვლავთა რაოდენობაზე 10%-ით მეტი),[12] ასევე პლანეტური ნისლეულები,[13] რომლებიც სავარაუდოდ, მშობლიური გალაქტიკებიდან სხვა გალაქტიკების ურთიერთქმედებამ გამოაგდო;[12] ასევე შეიცავს გლობულათა გროვებს,[14][15][16] შესაძლოა ჯუჯა გალაქტიკებსაც[16] და სავარაუდოდ მინიმუმ ერთ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონსაც.[17]

გროვის წევრები
მნიშვნელობა კოორდინატები (ეპოქა 2000) ვარსკვლავიერი სიდიდე (ლურჯი) ტიპი კუთხური ზომა დიამეტრი
(ათასი
სინათლის
წელი)
ვარდნითი სიჩქარე
(კმ/წმ)
ქვეგროვა
პირდაპირი აღვლენა დახრილობა
მესიე 9812 13.814 5410.9SBb9.8′150184ქალწული A or N ღრუბელი
NGC 421612 15.913 0910.9SBb7.9′120459ქალწული A, N ღრუბელი, or LVC.
მესიე 9912 18.814 2510.4Sc5.4′802735ქალწული A or N ღრუბელი
NGC 426212 19.514 5312.4S01.9′301683ქალწული A
მესიე 6112 21.904 2810.2SBbc6.2′1001911S ღრუბელი
მესიე 10012 22.915 4910.1SBbc7.6′1151899ქალწული A
მესიე 8412 25.112 5310.1E16.0′901239ქალწული A
მესიე 8512 25.418 1110.0S07.1′1051056ქალწული A
მესიე 8612 26.212 579.9E310.2′15537ქალწული A or own subgroup.
NGC 443512 27.713 0511.7S03.0′451111ქალწული A
NGC 443812 27.813 0111.0Sa8.7′130404ქალწული A
NGC 445012 28.517 0510.9Sab5.1′802273ქალწული A
მესიე 4912 29.808 009.3E29.8′1501204ქალწული B
მესიე 8712 30.812 239.6E0-19.8′1501204ქალწული A
მესიე 8812 32.014 2510.3Sb6.8′1002599ქალწული A
NGC 452612 32.007 4210.6S07.1′105931ქალწული B
NGC 452712 34.102 3912.4Sb4.6′691730S ღრუბელი
NGC 453612 34.402 1111.1SBbc7.2′1152140S ღრუბელი
მესიე 9112 35.414 3011.0SBb5.2′80803ქალწული A
NGC 455012 35.512 1312.5S03.2′50704ქალწული A
მესიე 8912 35.712 3310.7E05.0′75628ქალწული A
NGC 456712 36.511 1512.1Sbc2.8′402588ქალწული A
NGC 456812 36.611 1411.7Sbc4.4′652578ქალწული A
მესიე 9012 36.813 1010.2SBab10.5′16087ქალწული A
NGC 457112 36.914 1311.9Sc3.7′55659ქალწული A
მესიე 5812 37.711 4910.6SBb5.6′851839ქალწული A
მესიე 5912 42.911 3910.8E55.0′75751ქალწული A or ქალწული E
მესიე 6012 43.711 339.8E27.2′1101452ქალწული A, ქალწული E, or ქალწული C
NGC 465112 43.716 2411.4Sc4.0′601113
NGC 465412 43.913 0811.1SBc5.0′751349ქალწული A

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოორდინატები: ცის რუკა 12სთ 27წთ 00წმ, +12° 43′ 00″

  1. Mei, Simona; Blakeslee, John P.; Côté, Patrick; Tonry, John L.; West, Michael J.; Ferrarese, Laura; Jordán, Andrés; Peng, Eric W.; Anthony, André; Merritt, Davi (2007). „The ACS Virgo Cluster Survey. XIII. SBF Distance Catalog and the Three-dimensional Structure of the Virgo Cluster“. The Astrophysical Journal. 655 (1): 144–162. arXiv:astro-ph/0702510. Bibcode:2007ApJ...655..144M. doi:10.1086/509598.
  2. See Virgo Cluster.
  3. Fouqué, P.; Solanes, J. M.; Sanchis, T.; Balkowski, C. (2001). „Structure, mass and distance of the Virgo cluster from a Tolman-Bondi model“. Astronomy and Astrophysics. 375 (3): 770–780. arXiv:astro-ph/0106261. Bibcode:2001A&A...375..770F. doi:10.1051/0004-6361:20010833.
  4. Côté, Patrick; Blakeslee, John P.; Ferrarese, Laura; Jordán, Andrés; Mei, Simona; Merritt, David; Milosavljević, Miloš; Peng, Eric W.; Tonry, John L.; et al. (July 2004). „The ACS Virgo Cluster Survey“. The Astrophysical Journal. 153 (1): 223–242. arXiv:astro-ph/0404138. Bibcode:2004ApJS..153..223C. doi:10.1086/421490.
  5. M. Fukugita; S. Okamura; N. Yasuda (1993). „Spatial distribution of spiral galaxies in the Virgo Cluster from the Tully-Fisher relation“. Astrophysical Journal. 412: L13–L16. Bibcode:1993ApJ...412L..13F. doi:10.1086/186928.
  6. 1 Boselli, A.; Voyer, E.; Boissier, S.; Cucciati, O.; Consolandi, G.; Cortese, L.; Fumagalli, M.; Gavazzi, G.; Heinis, S.; Roehlly, Y.; Toloba, E. (2014). „The GALEX Ultraviolet Virgo Cluster Survey (GUViCS). IV. The role of the cluster environment on galaxy evolution“. Astronomy & Astrophysics. 570: A69. arXiv:1407.4986. Bibcode:2014A&A...570A..69B. doi:10.1051/0004-6361/201424419. A69.
  7. Chamaraux, P.; Balkowski, C.; Gerard, E. (1980). „The H I deficiency of the Virgo cluster spirals“. Astronomy & Astrophysics. 83 (1–2): 38–51. Bibcode:1980A&A....83...38C.
  8. 1 2 Gavazzi, G.; Boselli, A.; Scodeggio, M.; Pierini, D.; Belsole, E. (1999). „The 3D structure of the Virgo cluster from H-band Fundamental Plane and Tully-Fisher distance determinations“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 304 (3): 595–610. arXiv:astro-ph/9812275. Bibcode:1999MNRAS.304..595G. doi:10.1046/j.1365-8711.1999.02350.x.
  9. Tully, R. B.; Shaya, E. J. (1984). „Infall of galaxies into the Virgo cluster and some cosmological constraints“. Astrophysical Journal. 281: 31–55. Bibcode:1984ApJ...281...31T. doi:10.1086/162073.
  10. Lea, S. M.; Mushotzky, R.; Holt, S. S. (1982). „Einstein Observatory solid state spectrometer observations of M87 and the Virgo cluster“. Astrophysical Journal. 262 (1): 24–32. Bibcode:1982ApJ...262...24L. doi:10.1086/160392.
  11. Ferguson, H. (1997). „Intergalactic Stars in the Virgo Cluster“. HST proposal: 7411. Bibcode:1997hst..prop.7411F.
  12. 1 2 Ferguson, Henry C.; Tanvir, Nial R.; von Hippel, Ted (1998). „Detection of intergalactic red-giant-branch stars in the Virgo cluster“. Nature. 391 (6666): 461–463. arXiv:astro-ph/9801228. Bibcode:1998Natur.391..461F. doi:10.1038/35087.
  13. Feldmeier, J.; Ciardullo, R.; Jacoby, G. (1998). „INTRACLUSTER PLANETARY NEBULAE IN THE VIRGO CLUSTER. I. INITIAL RESULTS“. Astrophysical Journal. 503: 109–117. arXiv:astro-ph/9803062. Bibcode:1998ApJ...503..109F. doi:10.1086/305981.
  14. Takamiya, Marianne; West, Michael; Côté, Patrick; Jordán, Andrés; Peng, Eric; Ferrarese, Laura (2009). „IGCs in the Virgo Cluster“. Globular Clusters - Guides to Galaxies, Eso Astrophysics Symposia, Volume. Eso Astrophysics Symposia: 361–365. Bibcode:2009gcgg.book..361T. doi:10.1007/978-3-540-76961-3_83. ISBN 978-3-540-76960-6.
  15. Durrell, Patrick R.; Accetta, K.; Feldmeier, J. J.; Mihos, J. C.; Ciardullo, R.; Peng, E. W.; Members of the NGVS team (2010). „Searching for Intracluster Globular Clusters in the Virgo Cluster“. Bulletin of the American Astronomical Society. 42: 567. Bibcode:2010AAS...21547814D.
  16. 1 2 Lee, Myung Gyoon; Park, Hong Soo; Hwang, Ho Seong (2010). „Detection of a Large-Scale Structure of Intracluster Globular Clusters in the Virgo Cluster“. Science. 328 (5976): 334–. arXiv:1003.2499. Bibcode:2010Sci...328..334L. doi:10.1126/science.1186496. PMID 20223950.
  17. Gerhard, Ortwin; Arnaboldi, Magda; Freeman, Kenneth C.; Okamura, Sadanori (2002). „Isolated Star Formation: A Compact H II Region in the Virgo Cluster“. The Astrophysical Journal. 580 (2): L121–L124. arXiv:astro-ph/0211341. Bibcode:2002ApJ...580L.121G. doi:10.1086/345657.