გალაქტიკათგროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შედგენილი სურათი ხუთი გალაქტიკისა, რომლებიც დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 600 მილიონი წლის შემდეგ გაერთიანდნენ.[1]

გალაქტიკათგროვა (გალაქტიკათა გროვა) — წარმონაქმნი, რომელიც მოიცავს ერთმანეთთან გრავიტაციულად დაკავშირებულ ასობით და ათასობით გალაქტიკას. ის ყველაზე დიდ გრავიტაციულად დაკავშირებულ სტრუქტურად იყო მიჩნეული სამყაროში მანამდე, სანამ 1980-იან წლებში ზეგროვები აღმოაჩინეს.[2] გროვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი მახასიათებელი არის გროვათშორისი სივრცე, შემოკლებით გშს. გშს შედგება გალაქტიკებს შორის არსებული ცხელი აირისგან და მისი ტემპერატურა 7-9 კილოელექტრონვოლტია. გალაქტიკათგროვები არ უნდა აგვერიოს ვარსკვლავთგროვებში, როგორიცაა ღია გროვები, რომლებიც არის ვარსკვლავების სტრუქტურა გალაქტიკაში, ისევე, როგორც სფერული გროვები, რომლებიც ჩვეულებისამებრ გალაქტიკის ირგვლივ ბრუნავს. გალაქტიკების პატარა გაერთიანებებს გალაქტიკების ჯგუფები ეწოდება. ჯგუფებისა და გროვების გაერთიანება კი ზეგროვებს წარმოქმნის.

შედარებით ახლოს მდებარე შესამჩნევი გალაქტიკათგროვებია: ქალწულის გროვა, ღუმელის გროვა, ჰერკულესის გროვა და თმების გროვა. გალაქტიკების დიდ გაერთიანებას „უზარმაზარი მიმზიდველი“ ეწოდება, რომელსაც გონიოს გროვა აკონტროლებს. „უზარმაზარი მიმზიდველი“ იმდენად მასიურია, რომ მას შეუძლია სამყაროს ადგილობრივ გაფართოებაზე მოახდინოს გავლენა. შესამჩნევი გალაქტიკური გროვები შორეულ, მაღალ წითელ წანაცვლებული სამყაროში, ესენია: SPT-CL J0546-5345 და SPT-CL J2106-5844 - ყველაზე მასიური გალაქტიკათგროვები ადრეულ სამყაროში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Hubble Pinpoints Furthest Protocluster of Galaxies Ever Seen“. ESA/Hubble Press Release. ციტირების თარიღი: 13 January 2012.
  2. doi:10.1146/annurev-astro-081811-125502
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand