პარსეკი
იერსახე

პარსეკი (parallax და second; აღნიშნვნა: პს) — მანძილის საზომი ერთეული ასტრონომიაში, უდრის მანძილს მზიდან იმ სხეულამდე, რომლის წლიური პარალაქსი 1″-ია (აქედანაა სახელწოდებაც). ამგვარად, პარსეკი არის მანძილი რომლიდანაც დედამიწის ორბიტის საშუალო რადიუსი (1 ა.ე. ) ჩანს ერთი სეკუნდის კუთხით.
- 1 პს = ა.ე. ≈ 206 265 ა.ე. = 3,08568×1016 მ = 3,2616 სინათლის წელი.
აგრეთვე გამოიყენება ერთეულები: კილოპარსეკი (კპს, ათასი), მეგაპარსეკი (მგპს, მილიონი), გიგაპარსეკი (გპს, მილიარდი).
ზოგიერთი მანძილი პარსეკებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 ასტრონომიული ერთეული უდრის 4,85×10−6 პარსეკს;
- 2008 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, კოსმოსური აპარატი „ვოიაჯერი-1“ მზეს 0,000521763 პს-ით (107.58 ა.ე.) დაშორდა
- ოორტის ღრუბლის დიამეტრი დაახლოებით 0,61 პს-ია;
- მანძილი მზიდან უახლოეს ვარსკლავამდე (ცენტავრის პროქსიმა) უდრის დაახლოებით 1,3 პარსეკს;
- ჩვენი გალაქტიკის ცენტრამდე მანძილი დაახლოებით 8 კილოპარსეკია;
- ჩვენი გალაქტიკის დიამეტრია 30 კილოპარსეკი;
- მანძილი ანდრომედას გალაქტიკამდე 0,77 მეგაპარსეკია;
- უახლოესი გალაქტიკების ნაკრები, ქალწულის ნაკრები, მდებარეობს 18 მგპკ მანძილზე;
- მანძილი ხილვადი სამყაროს საზღვრამდე — დაახლოებით 4 გპს-ია (თუ გავზომავთ მანძილს დედამიწაზე დარეგისტრირებული სინათლით) ან 24 გპს (თუ შევაფასებთ თანამედროვე — სამყაროს გაფართოების ჩათვლით - მანძილი იმ ობიექტებამდე, რომლებმაც ეს სინათლე წარმოშვეს);
- 10 პარსეკი არის მანძილი, რომლის დასაფარად სინათლეს სჭირდება 32 წელი 7 თვე და 6 დღე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 694.