ქალაღაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაღაის ტრადიციული ხელოვნება და სიმბოლიზმი, ქალების მიერ აბრეშუმის თავსაბურავების დამზადება და ტარებაში
იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
Azerigirl ira.JPG
აზერბაიჯანელი გოგონა ქალაღაით
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
დოკუმენტი 669
რეგიონი ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
ჩანაწერის ისტორია
მიიღეს 2014 (მე-9 სესია)
Unesco Cultural Heritage logo.svg
იუნესკო

ქალაღაი[1][2] (აზერ. Kəlağayı) — ტრადიციული აზერბაიჯანული ქალის თავსაბურავი.[3] ქალაღაი, თავისით წარმოადგენს აბრეშუმის შარფს, ადგილობრივი წარმოების ძაფებით დამზადებულს, სხვადასხვა ტრადიციული ნიმუშით.[1] ქვეყნის დასავლეთ ზონებში, ქალაღაის ხშირად ჩარგათად მოიხსენიებენ.

2014 წლის ნოემბერში, იუნესკოს მე-9 სხდომაზე, ქალაღაის ტრადიციული ხელოვნება და სიმბოლიზმი, მისი წარმოება და ტარება, აზერბაიჯანის წარდგინებით იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაღაის წარმოება აზერბაიჯანში, უძველესი დროიდან ცნობილია. ზოგიერთი წყაროში მითითებულია, რომ სპარსელ დარიოს I-ის მეფობის დროს, V-VI საუკუნეებში, სასახლეში ქალთა შორის გავრცელებული იყო თავსაბურავი, რომელიც ქალაღაის ჰგავდა. X საუკუნის გეოგრაფიულ ტრაქტატში, აღნიშნულია თავსაბურავებს წარმოება ქალაქ ბარზანდში.

XVIII საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შუა საუკუნეებში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქალაღაის წარმოების მცირე საწარმოები არსებობდა. ისტორიკოს მაისა ჯაფაროვას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ძველად ქალაღაის ინდივიდუალურად აწარმოებდნენ, მოგვიანებით ქალაღაის წარმოების სპეციალიზირებული საწარმოები შეიქმნა, რომელიც ტრადიციული აბრეშუმის ქალაღაის აწარმოებდნენ.

გეორგ ფორსტერის ინფორმაციაში, რომელიც 1784 წლით თარიღდება, აღნიშნულია, რომ 400-მდე ტონა აბრეშუმი შირვანიდან ასტრახანში იგზავნებოდა. ლიტერატურული და ეთნოგრაფიული წყაროები ამთკიცებენ, რომ აბრეშუმის დიდი ნაწილი ბასკალზე მოდიოდა და ქალაღაი მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა. იმ პერიოდში, ქალაქ განჯასთან, შუშასთან, შაქისთან ერთად, ბასკალი აზერბაიჯანში აბრეშუმის წარმოების ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი იყო.

ბასკალის ქალაღაი, რომელიც XVIII საუკუნიდან მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვან ღირებულებას ფლობდა, ნახსენებია კავსიაში მოგზურების ნაწერებში. რუსი მოგზაური, რომელიც აზერბაიჯანში 1862 წელს იმყოფებოდა, პიოტრ პაშინო გაზეთ „Кавказский вестник“ წერდა, რომ ქსოვილი და ქალაღაი, წარმოებული ინდივიდუალური მეთოდებით შორეულ პროვინცია ბასკალში, არ ჩამორჩებოდა ქსოვის მეთოდებით ინდუსტრიის იმ დროინდელ მხატვრულ ხარისხს.

XIX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1862 წელს, აზერბაიჯანმა პირველად მონაწილეობა მიიღო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ბასკალელი მკერავი ნასირ აბდულაზიზი ელეგანტური ქალაღაისთვის დაჯილდოვდა ვერცხლის მედლით და სპეციალური დიპლომით. ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ, ქალაღაის ოსტატმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„ბრატანელმა ქალბატონებმა უფლება არ მისცეს ხალხს ენახათ ქალაღაი. ერთ მომენტს, ქალბატონებმა იყიდეს გამოფენაზე გამოტანილი ყველა ქალაღაი. ძლიერ გავოცდი. რომ მცოდნოდა, მე უფრო ბევრ ქალაღაის წავიღებდი ლონდონში. შემდეგში უფრო მეტს წავიღებ.“

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, ქალაღაის წარმოების ტრადიციული ცენტრები აზერბაიჯანში, სხვადასხვა პოლიტიკური და სოციალური მიზეზების გამო, განსაკუთრებით რუსეთიდან შემოტანილი იაფი ფაბრიკული ნაწარმის გამო, შეიცვალა თავისი პოზიციები და ქალაღაის ხელოვნების ცენტრები გაერთიანდა ბასკალასა და განჯაში. ორდუბადში ქალაღაის გამოყენება ძირითადად XIX და XX საუკუნის შუა რიცხვებში დაიწყო.

XX საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის წინ, ბასკალში არსებული 900 კუსტარული სამკერვალო ქარხნებიდან, სადაც 1 500 სამკერვალო მანქანა იყო მოთავსებული, აქ წელიწადში 1 მილიონ 800 ათასი ქალაღაი მზადდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბასკალში არსებული მღებავი ქარხნები ვერ ასწრებდნენ ამდენი ქალაღაის შეღებვას, მათი დიდი ნაწილი შამახიში, განჯასა და ბაქოში იგზავნებოდა.

XXI საუკუნე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრეშუმის ქალაღაები

2003 წლიდან, ისმაილის რაიონის ბასკალის დასახლებაში, სამეცნიერო ორგანიზაცია „განვითარება“-ის ინიციატივით, მოქმედებს აბრეშუმის ცენტრი „ქალაღაი“. ასევე, ბასკალში შექმნილია უნიკალური ინტერაქტიული მუზეუმი „ქალაღაი“. სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ქალაღაის ისტორიას და ტრადიციებს, ასევე გაეცნონ ქალაღაის შექმნის პროცესს და მონაწილეობა მიიღონ მის შექმნაში.

ფსიქოლოგი რენა იბრაგიმბეკოვა თავის გამოსვლაში „TEDx“-ში, ბაქოში 2011 წელს, ამთკიცებდა, რომ ქალაღაი აღწერს ადამიანის ცხოვრებას:

ვიკიციტატა
„ქალაღაის მოხატულობას აქვს გარკვეული მოხატულობის სისტემა და ისინი, ვინც მას ქმნიან, უნდა დაიცვან ეს სისტემა. ქალაღაის მოხატულობა აღწერს სამყაროს და მსოფლიოს სტრუქტურას. ქალაღაის გარე საზღვარს მთის მნიშვნელობა აქვს, რომელიც ადამიანებს იცავს. ხოლო შუა ხაზი აღწერს სხვა სამყაროს და მოხატულობიდან ჩანს სხვა სამყარო უფრო ფერადია და ძნელია, ვიდრე ეს.“

რენა იბრაგიმბეკოვა აღნიშნავს, რომ მეაბრეშუმეობა აზერბაიჯანში პირდაპირ დაკავშირებულია ქალაღაის წარმოებასთან, ხოლო აღნიშნული თავსაბურავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ქორწილებში განსაკუთრებით პოპულარულია წითელი ქალაღაი.

2010 წლისთვის, აზერბაიჯანში არსებობდა არაერთი დინასტია, რომლებიც აგრძელებდნენ ქალაღაის წარმოებას. შაქელი შოვქიათზია შამილოვას მემკვიდრეები, ქალაღაის ოსტატებად ითვლებიან.

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაღაები და მისი დამზადების შტამპები, დათარიღებული XIX საუკუნით. აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი, ბაქო.

თეთრი ფერის ქალაღაი ფერადი ქობით მზადდება შემდეგნაირად: ნაპირიდან 10-12 სმ ეყრება ქობა, რომელიც შედგება მხოლოდ წვრილი კბილებისგან. ამ შტამპისგან ზემოთ, ედება კიდევ გლუვი კვადრატული შტამპი, მთელი თეთრი ქსოვილის საღებავისგან დაცვის მიზნით, სადაც შემდგომში თავსდება ქობა. ამის შემდეგ, ქალაღაი ორად იკრება, ხოლო შემდეგ „გარმონივით“. ზედა ნაწილი იხვევა პატარა ჯოხზე და ზევიდან ეჭირება ნაჭერით, ხოლო ქვედა ნაწილი იშლება და ალუმინის ხსნარში ეშვება.[2]

24 საათის შემდეგ, ქობა ხსნარიდან იღებენ და სასურველი ფერის ცივ საღებავში ყოფენ. შედეგად ვიღებთ ფერად ქობებს. აბრეშუმის ასეთი თავსაბურავები განსხვავებულია როგორც ფერებით, ისე მოხატულობით. თუ ორ ფერიანი ან სამ ფერიანი თავსაბურავის მიღებაა საჭირო, ეს პროცედურა შესაბამისი რაოდენობით მეორდება.[2]

ტარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა ფერის (ძირითადად თეთრი, წითელი და ლურჯი)[5] კუსტარულად წარმოებული თხელი აბრეშუმის ქალაღაი ქალის ასაკისა და გემოვნების მიხედვით,[5][6] იცვამენ დღესასწაულებზე. ძველად, ფერად ქალაღაის იკეთებდნენ ახალგაზრდები, ხოლო შავი ფერის ქალაღაის აუცილებლად მოხუცები.[6]

ნაჭერი თავსაბურავი და მასზე შემოხვეული ქალაღაისგან შედგება ჩალმა. ასეთი ჩალმა არის მეცხოველეობით და მიწათმოქმედებით დაკავებული ხალხებისთვის დამახასიათებელი, საუკუნოვანი ცხოვრების წესით. ჰალავარელი და ჰაიდარლანელი აირუმები ხშირად ატარებდნენ წითელი ფერის ჩალმას. ფორმით და ტარებს მხრივ, მათი ჩალმა განხვავდებოდა აზერბაიჯანის სსრ-ის აირუმების ჩალმისგან.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Э. Г. Торчинская. // Одежда народов Азербайджана и азербайджанцев Дагестана // Государственный музей этнографии народов СССР. 1990 // გვ. 36
  2. 2.0 2.1 2.2 Г. А. Гулиев. Об азербайджанской набойке // Издательство Академии наук СССР // Советская этнография // 1964 // გვ.138
  3. xxi. Turkic and Kurdish clothing of Azerbaijan|автор=P. A. Andrews And M. Andrews
  4. Traditional art and symbolism of Kelaghayi, making and wearing women’s silk headscarves // იუნესკოს ოფიციალური გვერდი.
  5. 5.0 5.1 К. Т Каракашлы. // Материальная культура азербайджанцев Северо-восточной и Центральной зон Малого Кавказа (историко-этнографическое исследование) // Издательство Академии наук Азербайджанской ССР // 1964 // გვ. 165
  6. 6.0 6.1 6.2 Каракашлы К. Т. // Женская одежда населения Малого Кавказа XIX — начала XX вв. // Азербайджанский этнографический сборник. Исследования и материалы. I выпуск // 1964 // Издательство Академии наук Азербайджанской ССР // გვ. 67