შინაარსზე გადასვლა

ქადირ თოფბაში

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქადირ თოფბაში

ქადირ თოფბაში (დ. 8 იანვარი, 1945 იუსუფელი, ართვინის პროვინცია, თურქეთი — გ. 13 თებერვალი 2021, სტამბოლი) — მემარჯვენე თურქი პოლიტიკოსი. ეკავა სტამბოლის მერის თანამდებობა.

თოფბაში დაიბადა თურქეთის ართვინის პროვინციის სოფელ იუსუფელში. 1946 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სტამბოლში. თოფბაშმა უმაღლესი განათლება მიიღო თეოლოგიასა და არქიტექტურაში 1972 და 1974 წლებში. ედირნეში მქადაგებლად, მასწავლებლად და დამოუკიდებელ არქიტექტორად მუაობის შემდეგ, 1994-1998 წლებში მუშაობა დაიწყო მერ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩევლად ისტორიული შენობების განახლებისა და მოწყობის საკითხებთან დაკავშირებით.

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თოფბაშმა პოლიტიკური კარიერა დაიწყო რელიგიური ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ პარტია Milli Selamet Partisi (MSP)-ში და გახდა სტამბოლის ბეიოღლუს რაიონის მერის მოადგილე, სადაც ის ცხოვრობს კიდეც. თოფბაში სტამბოლის მერია 2004 წლის 28 მარტის შემდეგ.

გარდაიცვალა 2021 წლის 13 თებერვალს, COVID-19-ის შედეგად.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. TİFTİKCİ, İdris. „Son dakika... Kadir Topbaş hayatını kaybetti“ (თურქული). ციტირების თარიღი: 2021-02-13.