შინაარსზე გადასვლა

ქაბირ ბედი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქაბირ ბედი
Kabir Bedi
დაბადების თარიღი 16 იანვარი1946 (75 წლის)
ლაჰორი, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა მსახიობი, ტელეწამყვანი
აქტიური 1971 - დან დღემდე
ჯილდოები ორდენი იტალიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის
საიტი [[1]]

ქაბირ ბედი (ინგლის. Kabir Bedi, ჰინდ. कबीर बेदी დ. 16 იანვარი, 1946, პენჯაბი, ინდოეთი) —ინდოელი კინომსახიობი და ტელეწამყვანი. ქაბირ ბედი ბოლივუდის ერთ -ერთი პირველი მსახიობია, რომელიც მუშაობდა ჰოლივუდში   და პოპულარობა მოიპოვა ევროპაში.[1]

ქაბირის მშობლები აქტიურად იყვნენ პოლიტიკაში ჩაბმულები და იბრძოდნენ ინდოეთის ბრიტანელი კოლონიზატორებისგან გათავისუფლებისთვის.  ქაბირის მამა—ბაბა პიარელალ ბედი, ასევე ცნობილი როგორც ბაბა ბედი XVI, ოქსფორდის კურსდამთავრებული,  საყოველთაოდ ცნობილი სულიერი მასწავლებელი გახლდათ. ბედების კლანი უშუალოდ იყო  დაკავშირებული სიქიზმის რელიგიის ფუძემდებელ გურუ ნანაკ დევისთან.  ქაბირის დედა—ფრედა,  რომელიც დაიბადა დერბიშირშიბუდიზმის მგზნებარე მიმდევარი გახლდათ. ოჯახში ქაბირთან ერთად კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა.  მომავალი მსახიობი სწავლობდა ერთ – ერთ პრესტიჟულ ადგილობრივ სკოლაში, შემდეგ ჩაირიცხა  ნაინიტალში, შერვუდის კოლეჯში. მალე ქაბირი  დელიში გაემგზავრა, სადაც   ჩააბარა წმინდა სტეფანეს უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ქაბირი გადავიდა ბომბეიში.[2]

ბომბეიში ქაბირი გადაიღეს თამბაქო «Will»-ის  რეკლამაში. სარეკლამო რგოლს კინოთეატრებში სეანსებს შორის უშვებდნენ. დამწყები მსახიობი შენიშნა თეატრის რეჟისორმა და მიიწვია თეატრში სამუშაოდ. თეატრში ქაბირი სრულიად განსხვავებულ ამპლუაში ევლინებოდა მაყურებელს– შექსპირის ოტელოს, იმპერატორის, ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანის როლებიდან დაწყებული, პირწავარდნილი ბოროტმოქმედის როლით დამთავრებული.  1971 წელს ქაბირ ბედიმ მიიღო როლი სპექტაკლში «Thuglaq», რომელსაც არნახული წარმატება ხვდა წილად. თეატრის დარბაზი მაყურებელს ვერ იტევდა,  განსაკუთრებული სიმპათია ახალგაზრდა, ლამაზმა მსახიობმა დაიმსახურა. ერთხელ სპექტაკლს დაესწრო რეჟისორი და პროდიუსერი ო.პ. რალხანმა, რომელმაც ქაბირი გადასაღებ მოედანზე მიიწვია და დაამტკიცა როლზე ფილმში "უბედურება".

1976 წელს ქაბირი  მიიწვია იტალიელმა რეჟისორმა სერჯო სოლიმამ ფილმში „სანდოკანი —შვიდი ზღვის ვეფხვი“, სადაც მსახიობმა სანდოკანის როლი შეასრულა. ფილმმა წარმატება მოიპოვა ევროპაში, აფრიკაში, შორეულ აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში. 1977 წელს მან კვლავ შეასრულა სანდოკანის როლი ფილმში "ვეფხვი ჯერ კიდევ ცოცხალია: სანდოკანი ბრუნდება!" ხოლო 1996 წელს — „სანდოკანის დაბრუნებაში“.[3]

1983 წელს ქაბირმა ბოროტმოქმედი გობინდის როლი შეასრულა ჯეიმზ ბონდის შესახებ გადაღებულ ფილმში „რვაფეხა“, რამაც იგი ცნობილი გახადა ამერიკაში. შემდეგ მან ითამაშა ამერიკულ სერიალებში "დინასტია", ", მან დაწერა მკვლელობა", "პირადი დეტექტივი მაგნუმი", "რაინდი მხედარი", "მთიელი", იტალიური სერიალში "უდაბნოს პრინცი" (Il principe del deserto) 1991 და სხვ. [4]

1987 წელს ის გამოჩნდა ამერიკის დღის სატელევიზიო საპნის ოპერაში „გაბედულები და ლამაზები“. 1988 წელს მან რეკჰასთან ერთად ითამაშა ფილმში „შურისძიების წყურვილი“, შეასრულა როლი ავსტრალიური მინი სერიალის რიმეიქში „ედემში დაბრუნება“.[5][6]

მსახიობს დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა ინდოელი მსახიობი პარვინ ბაბი. პარვინი მას ყველგან დაჰყვებოდა, ისინი  იტალიაშიც კი ერთად  ცხოვრობდნენ. მაგრამ მსახიობებს შორის ურთიერთობა არ აეწყო და ისინი მეგობრებად დაშორდნენ.[7]

ქაბირ ბედი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული. მას ჰყავს სამი შვილი. პროტიმა ბედისთან პირველ ქორწინებაში შეეძინა ქალიშვილი და ვაჟი — პოოჯა ბედი (დაიბადა 1970) და სიდჰარტ ბედი (1971-1997), რომელსაც შიზოფრენია განუვითარდა და საბოლოოდ თავი მოიკლა. პროტიმა ბედი 1998 წლის აგვისტოში უტარ პრადეშში  202 ადამიანთან ერთად  მეწყერის ჩამოწოლას ემსხვერპლა.[8][9]

მალევე ქაბირ ბედი დაქორწინდა ბრიტანელ მოდელ სიუზან ჰამფრისზე, რომელთანაც  მას ვაჟი ადამ ბედი შეეძინა. მაგრამ ისინი მალევე განქორწინდნენ. ადამი გახდა მოდელი, ასევე სცადა ბედი კინოში — ითამაშა ფილმში "ექსპედიცია ჰიმალაებზე" და Hello? Kaun Hai! .

1992 წელს ქაბირი დაქორწინდა ტელე და რადიო წამყვან ნიკი ვიჯაიკარზე. ისინი განქორწინდნენ 2005 წელს.

2016 წლის 15 იანვარს, 70 წლის დაბადების წინა დღეს, ქაბირი დაქორწინდა ფარვინ დუშანჯზე, რომელსაც იგი გარკვეული დროის განმავლობაში ხვდებოდა.

ჯილდოები და მიღწევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2010 წლის 2 ივნისის განკარგულებით, ქაბირ ბედი დაჯილდოვდა ორდენით იტალიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული  სამსახურისთვის.

1982 წლიდან ქაბირი  ამერიკის სამხატვრო აკადემიის წევრია. მის მოვალეობაში შედის დამსახურებული კანდიდატების წარდგენა ოსკარის ნომინაციაზე.[10]

  1. "Internationally acclaimed Indian actor". IMDb. 1971–2016. Archived from the original on 27 February 2018. Retrieved 28 June 2018.
  2. "Residence of Kabir bedi". Archived from the originalon 21 December 2015.
  3. "Kabir Bedi & Lisa Ray Discuss 'TAJ'". Archived from the original on 14 July 2014. Retrieved 11 July 2014.
  4. Collection of articles on Kabir Bedi Archived 29 June 2009 at the Wayback Machine
  5. "The NT Awards – 2014 Winners". Archived from the original on 12 July 2014. Retrieved 11 July 2014.
  6. Bedi, Kabir. "Kabir Bedi Blog". Archived from the original on 18 December 2012.
  7. Ahmed, Afsana; Sharma, Smrity (6 May 2007). "Another Parveen is Kabir Bedi's love". The Times of India. Archived from the original on 25 October 2012. Retrieved 18 September 2007.
  8. "When Dad likes them young!". The Times of India. Archived from the original on 21 September 2013. Retrieved 15 September 2013.
  9. Ahmed, Afsana; Sharma, Smrity (6 May 2007). "Another Parveen is Kabir Bedi's love". The Times of India. Archived from the original on 25 October 2012. Retrieved 18 September 2007.
  10. "Kabir Bedi: Awards page". Archived from the originalon 13 July 2011. Retrieved 20 June 2009.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქაბირ_ბედი“-დან