შინაარსზე გადასვლა

ქაბალაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძველი ქალაქი
ქაბალაქი
ქვეყანა აზერბაიჯანი
რეგიონი გაბალა
პირველი ხსენება I საუკუნე
განადგურდა XVI საუკუნე

ქაბალაქი (ქაბალაქა), (აზერ. Kabalaka, ძვ. ბერძნ. Χαβαλα) — კავკასიის ალბანეთის ძველი დედაქალაქი (VI საუკუნემდე), მსხვილი სავაჭრო ცენტრი XV საუკუნემდე.[1]

წერილობით წყაროებში პირველად გაბალაკის დასახელებით ქალკაქი მოიხსენიება I საუკუნის მეორე ნახევარში, უფრო ზუსტად პლინიუს უფროსის „ბუნების ისტორია“-ში.[2] ქალაქ ხაბალა (გაბალაზე) II საუკუნეში ასევე მოგვითხრობს პტოლომე თავის გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში. ძველ გაბალს განვითარებული ჰქონდა სავაჭრო კავშირები მთელს მაშინდელ მსოფლიოსთან და წარმოადგენდა კავკასიის ალბანეთის სავაჭრო ცენტრს.[3][4]

გაბალას თავს ხშირად ესხმოდნენ ხაზართა ურდოები. ისინი ფლობდნენ გაბალას ერთი საუკუნის განმავლობაში. ამიტომაც არაბმა დამპყრობლებმა შემდგომ ამ ქალაქს უწოდეს გაბალა-ხაზარი.

XVI საუკუნეში გაბალა სეფიანელთა ჯარმა გაანადგურა. გაბალას ნანგრევები განლაგებულია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩუხურ გაბალას დასახლების აღმოსავლეთით და თანამედროვე ქალაქ გაბალას სამხრეთ-დასავლეთით. გაბალას ციხეს ნანგრევები მიოცავენ 25 ჰა ტერიტორიას. ციხის აღმოსავლეთით — ტაძრის მთიანი ნაკვეთია, რომლის ფართობიც გადაჭიმულია 50 ჰა-ზე.[1]

გაბალას არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს XIX საუკუნის შუიდან. (იანოვსკი, დ.შარიფოვი, რ.ეფენდიევი, ი.ჯაფარზადე და სხვები). არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ კულტურული ფენის სისქე შეადგენს 5მ.[4]

I საუკუნიდან XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე წარმოიქმნა 4 კულტურული ფენა (ანტიკური დროის, ადრინდელი, განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეთის ). ეს თვალსაჩინოა ნუმიზმატული და სხვა არქეოლოგიური კვლევების შედეგად.

ზუსტად გაბალაში პირველად მთელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ანტიკური ხანის კრამიტი. ასევე აღმოჩენილია ანტიკური პერიოდის კერამიკული ჭურჭელიც. ეს აღმოჩენები იძლევა საფუძველს ანტიკური ხანისადმი გაბალის მიკუთვნებას.

1906 წელს ქალაქში გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ძველი ექვს სტრიქონიანი წარწერა, რომელიც სავარაუდოდ ძველალბანური დამწერლობაა. წარწერა წაღებული იქნა პეტერბურგში, მაგრამ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

ქალაქის კულტურულ ფენაში, რომელიც მიეკუთვნება IX—XIII საუკუნეებს, აღმჩენილი იქნა უამრავი თონე, ორმოები, მიწისქვეშა თიხის წყალგაყვანილობები, მინანქრის ჭურჭლები, რომლებსაც ძირზე დასმული ჰქონდათ ხელოსნის დამღები. ქალაქელბი ასევე ეწეოდნენ მებაღეობას, მიწადმოქმედებას, ხელოსნობას და ა.შ. IX—X საუკუნეების არაბული მონეტების გარდა გაბალაში ასევე აღმოჩენილია შირვანშაჰთა და ილდეღიზთა მონეტებიც.

2014 წელს გაბალაში გაიხსნა გაბალის არქეოლოგიური ცენტრი, რომელშიც რესტავრირების შემდეგ გამოფენილია 1500 მეტი ექსპონატი, რომლებიც აღმოჩინეს არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის გაბალის ჯგუფმა და კორეულმა არქეოლოგებმა SEBA-ს დახმარებით გაბალის, სელბირისა და გალას ტერიტორიაზე.[5]