ფურტიო
იერსახე
ფურტიო | |
---|---|
მთა ფურტიოს (ცენტრში) ხედი დაბა ხულოდან, შავშეთის ქედის ფონზე | |
კოორდინატები: 41°35′22″ ჩ. გ. 42°16′24″ ა. გ. / 41.58944° ჩ. გ. 42.27333° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შუახევის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1558 მ |
ქედი | სხალთის ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია |
სურათები ვიკისაწყობში |
ფურტიო — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადების — სხალთისა და ჩირუხისწყლის წყალგამყოფ სხალთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1558 მ. ფურტიო აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ანდეზიტურგანფენებიანი ტლანქშრეებრივი ტუფ-ბრექჩიებით. შემოსილია შერეული ტყით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 430.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი 2016.