ფუად მურადოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუად მურადოვი.jpg

ფუად რაუფ ოღლი მურადოვი (აზერ. Fuad Muradov; დ. 22 ივლისი, 1979, ბაქო) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდული ორგანიზაციების ეროვნული საბჭოს მე-4 თავმჯდომარე; აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის III,[1] IV და V მოწვევის დეპუტატი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუად რაუფ ოღლი მურადოვი დაიბადა 1979 წლის 22 ივლისს ქალაქ ბაქოში.

1986–1996 წლებში სწავლობდა ბაქოს მე-6 საშუალო სკოლაში. 2002 წელს პროგრამა „ტემპუსის“ ფარგლებში დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის აკადემიის, საფრანგეთის ქალაქ ნიცის უნივერსიტეტის, პარიზის ნავთობისა და ძრავების ინსტიტუტისა და იტალიის ქალაქ გენუის უნივერსიტეტის ერთობლივი მაგისტრატურა სპეციალობით „გარემო და ნავთობის მრეწველობა.“ იყო აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რადიაციის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის ასპირანტი და მეცნიერ მუშაკი.

2010 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ნავთობის პირველადი გადამუშავების შედეგად გარემოში დაყრილ ნარჩენებში არსებული რადიონუკლიდების ანალიზი და განაწილების კანონზომიერება“. არის ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი.

ავტორია ათი სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

2002–2004 წლებში იკავებდა ევროპის ახალგაზრდული ფორუმის საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომრის პოსტს. ამავე წლებში აგრეთვე იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდული ორგანიზაციების ეროვნული საბჭოს გენერალური მდივანი, 2004–2012 წლებში — ამავე საბჭოს თავმჯდომარე. 2005–2015 წლებში იყო საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის სამაუწყებლო საბჭოს წევრი.

2005 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის III მოწვევის დეპუტატად. იყო მილი მეჯლისის ადამიანის უფლებების დამცავი მუდმივი კომისიის წევრი, ევროპული კავშირისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილე, აზერბაიჯანისა და მალაიზიის პარლამენტებს შორის ურთიერთობათა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, აზერბაიჯანისა და ბელგიის, აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის, აზერბაიჯანისა და ქუვეითის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობათა სამუშაო ჯგუფების წევრი.

2006 წელს იყო სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო საინიციატივო ჯგუფის წევრი. 2008 წლიდან „გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის“ გლობალური სამუშაო ჯგუფის წევრია.[2]

2010 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის IV მოწვევის დეპუტატად. იყო მილი მეჯლისის ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკისა და ეკოლოგიის კომიტეტის წევრი, ევროპული კავშირისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომრის მოადგილე, აზერბაიჯანისა და ლიტვის პარლამენტებს შორის ურთიერთობათა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანისა და ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და ბელგიის, აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის, აზერბაიჯანისა და კუვეითის პარლამენტებს შორის ურთიერთობათა სამუშაო ჯგუფების წევრი.

2011–2018 წლებში იყო საპარლამენტო ასამბლეა „ევრონესტის“ ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის თანათავმჯდომარე. მონაწილეობა მიიღო „აზერბაიჯანის ახალგაზრდობა 2011–2015 წლებში“ სახელმწიფო პროგრამის პროექტის გეგმის შემუშავებაში.

2011 წლის 25 ივნისიდან ფორუმ „Sabah üçün yeni liderlər“-ის წევრია.

2012 წელს არჩეულ იქნა საერთაშორისო ახალგაზრდულ კავშირ „აბრეშუმის დიდი გზის“ თავმჯდომარედ.

2015 წელს აირჩიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის V მოწვევის დეპუტატად. 2018 წლამდე იყო მილი მეჯლისის ახალგაზრდობასა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე. აგრეთვე იყო აზერბაიჯანისა და კანადის პარლამენტებს შორის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, აზერბაიჯანისა და ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და ბელგიის, აზერბაიჯანისა და დიდი ბრიტანეთის, აზერბაიჯანისა და საფრანგეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის, აზერბაიჯანისა და კუვეითის, აზერბაიჯანისა და ლიეტუვის პარლამენტებს შორის ურთიერთობათა სამუშაო ჯგუფების წევრი.

2015 წლიდან „Münix Gənc Liderlərin“ კომიტეტის წევრია. 2018 წლიდან არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე. უპარტიო დეპუტატია. დაოჯახებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]