ფრანგიზ აჰმედოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ფრანგიზ იუსიფ-ყიზი აჰმედოვა (აზერ. Firəngiz Yusif qızı Əhmədova დ. 23 სექტემბერი, 1928, ბაქო — გ. 16 დეკემბერი, 2011, იქვე) — აზერბაიჯანელი მომღერალი (სოპრანო), სსრკ სახალხო არტისტი (1967), სკკპ წევრი 1963 წლიდან.

1955 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის კონსერვატორია. 1946–1951 წლებში იყო აზერბაიჯანის რადიოს გუნდის სოლისტი, 1951 წლიდან ბაქოს მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. ფრანგიზ აჰმედოვას პარტიებია: სევილი (ფიქრეთ ამიროვის „სევილი“), ნიგიარი (უზეირ ჰაჯიბეკოვის „ქოროღლუ“), აიდა (ჯუზეპე ვერდის „აიდა“), ტატიანა (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), ტოსკა (ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“). სსრკ IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და აზერბაიჯანის სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]