ფოსა
იერსახე
| ფოსა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Cryptoprocta ferox | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Vulnerable : 5760 | ||||||||||||
| ||||||||||||
ფოსა (ლათ. Cryptoprocta ferox) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ვივერისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, სიმაღლე 37 სმ, ხოლო მასა 7-12 კგ აღწევს. გრძელი კუდი (65 სმ-მდე) აქვს. კუნძულ მადაგასკარის ყველაზე დიდტანიანი მტაცებელია. ფოსას სხეული დაფარულია მოკლე, მოწითალო-ყავისფერი ბეწვით. ბინადრობს ტყეში. იკვებება პატარ-პატარა ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით; ზიანი მოაქვს შინაური ფრინველისა და ღორების (გოჭების) განადგურებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 370.
