ფიზიკის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უძველესი დროიდანვე დიდი იყო ადამიანის ინტერესი ბუნებისა და ბუნებრივი მოვლენების მიმართ: მას აინტერესებდა თუ რატომ ვარდებოდა მიწაზე სხეულები, რატომ ჰქონდა სხვადასხვა ნივთიერებებს სხვადასხვა თვისებები, რისგან შესდგებოდა დედამიწა და ციური სხეულები და ა. შ. იმ პერიოდში შეთხზული თეორიემის უმრავლესობა მცდარი იყო, ვინაიდან მხოლოდ ფილოსოფიურ ჭრილში იყო გააზრებული და არ იყო შემოწმებული სისტემური ექსპერიმენტული ხერხებით.

ფიზიკამ განვითარება დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე (დემოკრიტე, არქიმედე და სხვები). XVII საუკუნეში იქმნება კლასიკური მექანიკა (ისააკ ნიუტონი), ხოლო XIX საუკუნის ბოლოს დასრულდა კლასიკური ფიზიკის ფორმირება.