ფელისიტი ჯოუნზი
ფელისტი ჯოუნზი | |
---|---|
ჯოუნსი 2016 წელს, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე | |
დაბადების სახელი | ფელისიტი როუზ ჰენდლი ჯოუნზი |
დაბადების თარიღი |
17 ოქტომბერი, 1983 ბირმინგემი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | ინგლისი |
ალმა-მატერი | ოქსფორდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1996-დღემდე |
მეუღლე(ები) | ჩარლზ გუარდი (იქ. 2018) |
შვილ(ებ)ი | 1 |
ფელისიტი როუზ ჰენდლი ჯოუნზი (ინგლ. Felicity Rose Handley Jones; დ. 17 ოქტომბერი, 1983) — ინგლისელი მსახიობი. პროფესიული მსახიობობა 12 წლის ასაკში დაიწყო, პირველად გამოჩნდა 1996 წლის ბრიტანულ ფილმში, „განძის მაძიებლები“. ეთელ ჰელოუის როლი ითამაშა ბრიტანულ-კანადურ სატელევიზიო სერიალში, „ყველაზე ცუდი ჯადოქარი“. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო სერიალის გაგრძელებაში, „ვეირდისტერ კოლეჯი“.
2006 წლიდან ჯოუნზმა მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორიცაა: 2007 წლის ბრიტანული ტელესერიალი „ჩრდილოეთ სააბატო“, 2008 წლის ბრიტანული დრამა „ბრაიდსჰედში დაბრუნება“, რომანტიკული კომედია „ძვირფასი“ (2009), ამერიკული ფილმი „ქარიშხალი“ (2010), „წამოუდგენელი ადამიანი-ობობა 2“ (2014), ამერიკული მისტიური დრამა „ნამდვილი ამბავი“ (2015) და სხვა. 2011 წლის რომანტიკულ დრამაში, „როგორც შეშლილში“ ნათამაშებმა როლმა მოიპოვა კარგი კრიტიკული შეფასებები და დაჯილდოვდა ჯილდოთი.
2014 წელს ჯეინ ჰოკინგის როლი ითამაშა ბიოგრაფიულ დრამაში, „ყველაფრის თეორია“, რომლისთვისაც იგი დაჯილდოვდა ოქროს გლობუსი, კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და BAFTA საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მთავარ როლში. 2016 წელს ჯოუნზი გადაიღეს სათავგადასავლო-თრილერში „ინფერნო“, ფანტაზიურ დრამაში, „ურჩხული გიხმობს“, ჯინ ერსოს როლი ითამაშა ამერიკულ ფილმში, „ვარსკვლავური ომები:განდევნილი“.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინგლისელი მსახიობი ფელისიტი როუზ ჰენდლი ჯოუნზი დაიბადა 1983 წლის 17 ოქტომბერს,[1] ბირმინგემში, ინგლისში. ჰყავს ერთი უფროსი ძმა. დედამისი მუშაობდა რეკლამირებაში, ხოლო მამამისი იყო ჟურნალისტი.[2] გაიზარდა ბურნვილში, სამხრეთ ბირმინგემის სოფელში.[2][3] მისი ბიძა, მაიკლ ჰენდლი არის მსახიობი, რის გამოც ბავშვობაში ფელისიტის დაინტერესება სამსახიობო კარიერის მიმართ გაიზარდა.[4]
ჯოუნზი დადიოდა „მეფე ედუარდ VI ჰენდსვორტის სკოლაში“, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტის ვედჰემის კოლეჯში, ინგლისურს სწავლობდა.[5] პერიოდულად მონაწილეობას იღებდა სტუდენტურ სპექტაკლებში. 2005 წელს ითამაშა უილიამ შექსპირის ერთ-ერთ პიესაში.[6]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯოუნზმა მსახიობობა 11 წლის ასაკში დაიწყო. 14 წლის ასაკში, მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო სერიალის, „ყველაზე ცუდი ჯადოქრის“ პირველ რამდენიმიე სერიაში. ამ პერიოდში, მისი ყველაზე დიდი როლი, ემა კარტერი იყო, რომელიც ბრიტანულ სერიალში, „The Archers“-ში 2009 წლამდე ითამაშა.[7]
2003 წელს გრეისი მეი განასახიერა BBC-ს დრამაში, „მოსამსახურეები“.[8]2007 წელს მთავარი როლი ითამაშა ჯეინ ოსტინის ადაპტაციაში, „ჩრდილოეთ სააბატო“, ამ წელს მან სამეფო სასამართლო თეატრში, პოლ სტენჰემის ორ აქტიან პიესაში, „ეს სახე“-ში მიიღო მონაწილეობა.
2008 წელს იგი გამოჩნდა ბრიტანულ დრამაში, „ბრაიდსჰედში დაბრუნება“ და ბრიტანულ დრამაში, „უიღბლოს მოგონებები“.[9] 2009 წლის იანვარს, 5 ნაწილიან სატელევიზიო სერიალში, „ანა ფრანკის დღიურში“, ტამსინ გრეგთან და იან გლენთან ერთად, განასახიერა მარგოტ ფრენკი. 2010 წელს რიკი ჯერვაისი და სტივენ მერჩანტიs ფილმში, „ქალაქი სემეტრი“-ში ითამაშა ჯულის როლი.[10] 2010 წელს იგი ასევე გამოჩნდა ბრიტანულ ფილმში, „Soulboy“.[11] მირანდას როლი ითამაშა 2010 წლის ამერიკულ ფილმში „ქარიშხალი“.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წელს, ჯოუნზმა სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო რეჟისორთან, ჩარლზ გუარდთან. წყვილმა მათი ნიშნობა 2017 წელს დაანონსა,[12] დაქორწინდნენ 2018 წლის ივნისში.[13] 2020 წლის სექტემბერს შეეძინათ ბავშვი.[14]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Felicity Jones Biography: Film Actress (1983–). Biography.com (FYI / A&E Networks). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2020.
- ↑ 2.0 2.1 Cadwalladr, Carole (20 February 2011). „Felicity Jones: 'There's a sensation when you're performing of release'“. The Observer. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 December 2016. ციტირების თარიღი: 3 August 2011. ციტატა: „She grew up in Bournville, the model village south of Birmingham. Her parents met while working on the Wolverhampton Express and Star when they were in their early 20s. 'My mother worked in advertising and my father was a journalist. But they split up when I was three and I grew up in a single-parent family. My mum brought my brother and I up.'“
- ↑ Young, Graham (21 February 2014). „Acting is like a drug, something Felicity Jones can't live without“. Birmingham Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 November 2016. ციტირების თარიღი: 2 November 2016.
- ↑ „Rogue One star Felicity Jones: 'I can still be quite incognito'“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 February 2017. ციტირების თარიღი: 28 January 2017.
- ↑ Felicity Jones graces Wadham Hall. Wadham College, Oxford (9 January 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 23 June 2019
- ↑ „Who is Felicity Jones? Things you didn't know about the Rogue One star“. Birmingham Mail. 9 February 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 February 2017. ციტირების თარიღი: 9 February 2017.
- ↑ Grant, Olly (31 July 2011). „Felicity Jones: rising star“. The Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 August 2011. ციტირების თარიღი: 3 August 2011.
- ↑ Drama – Servants. BBC. ციტირების თარიღი: 7 September 2012
- ↑ Fanning, Ewan. (13 April 2008). "I reckon I never had that much sex as a kid დაარქივებული 8 May 2008 საიტზე Wayback Machine. ". Interview with Daniel Craig. Irish Independent. Retrieved 13 April 2008.
- ↑ Ricky Gervais talks Cemetery Junction. Indie London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 1 May 2009
- ↑ Soulboy. Ipso Facto Films. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 15 April 2010
- ↑ Mizoguchi, Karen. (18 May 2017) Felicity Jones Is Engaged. Vogue. ციტირების თარიღი: 10 October 2017
- ↑ Swertlow, Meg. (1 July 2018) Felicity Jones Marries Director in Secret Wedding. ციტირების თარიღი: 2 July 2018
- ↑ Mauch, Ally (11 September 2020). „Felicity Jones Is a Mom! Actress and Husband Charles Guard Welcome First Child“. People. ციტირების თარიღი: 11 September 2020.