ფედერიკო-რომანის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფედერიკო-რომანის პროვინცია
Provincia Federico Román
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 10°20′00″ ს. გ. 66°00′00″ დ. გ. / 10.33333° ს. გ. 66.00000° დ. გ. / -10.33333; -66.00000
ფართობი 13 200 კმ²
მოსახლეობა 2 242 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 0.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCBOT (UTC-4)
Bolivia Pando Federico Román.png

ფედერიკო-რომანი — პროვინცია ბოლივიაში, პანდოს დეპარტამენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა გენერალ ფედერიკო რომანის პატივსაცემად. პროვინცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 150 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთით ასევე 200 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 13 200 კმ²-ია.

მდებარეობს ბოლივიის ამაზონის დაბლობზე. ესაზღვრება ბენის დეპარტამენტსა და ბრაზილიას. პროვინციის ტერიტორიაზე გაედინება მდინარეები — ბენი, მადეირა, რიო-აბუნა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა 100%-ზე მეტით გაიზარდა. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 2 242 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის, სავარაუდოდ 3 600 უნდა გამხდარიყო.

  • მოსახლეობის 39.6 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. (1992)
  • მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 52.3 % ესპანურად ლაპარაკობს; 3.1 % კეჩუაზე, 26.5 % პორტუგალიურად, რაც პროვინციის ბრაზილიასთან სასაზღვრო ზოლში მდებარეობით არის განპირობებული. (1992)
  • მოსახლეობის 83.1 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 59.1 %-ს სასმელი წყალი. (1992)
  • წერა-კითხვის მცოდნეა 72.6 %. (1992)
  • მორწმუნეთა 83.1 % კათოლიკეა, 15.2 % პროტესტანტი. (1992)

დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია ნუევა-ესპერანსა.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]