შინაარსზე გადასვლა

მანურიპის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
მანურიპის პროვინცია
Provincia Manuripi
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი Puerto Rico
კოორდინატები 11°40′00″ ს. გ. 68°20′00″ დ. გ. / 11.66667° ს. გ. 68.33333° დ. გ. / -11.66667; -68.33333
ფართობი 22 461 კმ²
მოსახლეობა 8 230 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 0.4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCBOT (UTC-4)

მანურიპი — პროვინცია ბოლივიაში, პანდოს დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა მდინარე მანურიპისგან, რომელიც მის ტერიტორიაზე გაედინება.

მდებარეობს ბოლივიის ამაზონის დაბლობზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გადაჭიმულია 370 კმ-ზე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 22 461 კმ²-ია.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა 40 %-ით გაიზარდა. 2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 8 230 ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის, სავარაუდოდ 10 164 უნდა გამხდარიყო.

  • მოსახლეობის 47.7 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. (1992)
  • მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 98.0 % ესპანურად ლაპარაკობს; 0.4 % კეჩუაზე, 0.2 % აიმარაზე (1992)
  • მოსახლეობის 91.0 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 68.5 %-ს სასმელი წყალი. (1992)
  • წერა-კითხვის მცოდნეა 75.4 % (1992)
  • მორწმუნეთა 84.4 % კათოლიკეა, 14.6 % პროტესტანტი. (1992)

პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია პუერტო-რიკო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]