ფატმა ბეთიულ საიან ქაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფატმა ბეთიულ საიან ქაია
Fatma Betül Sayan Kaya
ფატმა ბეთიულ საიან ქაია Fatma Betül Sayan Kaya
თურქეთის საოჯახო და სოციალურ პოლიტიკათა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 მაისი 2016
პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი
პრემიერ-მინისტრი  ბინალი ილდირიმი
წინამორბედისემა რამაზანოღლუ

დაბადებული31 იანვარი, 1981 (1981-01-31) (43 წლის)
სტამბოლი, თურქეთი
საარჩევნი ოლქინოემბერი 2015სტამბოლი
მოქალაქეობათურქეთის დროშა თურქეთი
პოლიტიკური პარტიასგპ
შვილები2
განათლებაბილქენთის უნივერსიტეტი
სტამბოლის უნივერსიტეტი
პროფესიაელექტროტექნიკის ინჟინერი
ექიმი
პოლიტიკოსი
რელიგიაისლამი

ფატმა ბეთიულ საიან ქაია (თურქ. Fatma Betül Sayan Kaya; დ. 31 იანვარი 1981, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი ინჟინერი, ექიმი და პოლიტიკოსი. 2016 წლის 24 მაისიდან, თურქეთის მთავრობაში იკავებს თურქეთის რესპუბლიკის საოჯახო და სოციალურ პოლიტიკათა მინისტრის თანამდებობას, ამავე დროს არის სგპ-ს დეპუტატი სტამბოლიდან თურქეთის პარლამენტში. თურქეთის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, ბეთიულ საიანის პროფესია დოქტორის ნაცვლად, ინჟინრად არის მითითებული.

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით დენიზლელი ფატმა საიანი დაიბადა 1981 წლის 31 იანვარს სტამბოლში, ჰათიჯე და რამაზან საიანის მესამე შვილად. დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ, საშუალო განათლება ბეიოღლუს ანატოლიის ლიცეუმში მიიღო. ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულა მიიღო და სწავლა სტიპენდიით გააგრძელა, რის შემდეგ, უმაღლესი განათლება წარჩინებულის დიპლომით დაასრულა.[1] გარკვეული დროის განმავლობაში, სტამბოლში პროექტის ინჟინრად მუშაობდა. მაგისტრატურის საფეხური ექიმად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში დაასრულა, სადაც მკერდის კიბოს იკვლევდა.[2] ამის შემდეგ, სტამბოლის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტიც დაასრულა.

ფატმა საიანი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი. ფლობს ინგლისურსა და გერმანულს.[3] საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამმართველოს თავმჯდომარის, იომერ ფათიჰ საიანის დაა.[4]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს, სგპ-ს მეხუთე კოგრესზე, პარტიის სტამბოლის ოფისის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. 2009-2012 წლებში, პარტიის ლიდერისა თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩევლად მუშაობდა.

2012 წლის პარტიის კონგრესზე, თავიდან აირჩიეს პარტიის სტამბოლის ოფისის მმართველი საბჭოს წევრად და გახდა პარტიის მედიასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.[5]

დეპუტატობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის ივნისის არჩევნებზე, საიანი სტამბოლის მე-3 საარჩევნო ოლქიდან, დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა, თუმცა ამ არჩევნებზე წააგო.[6][7] მოგვიანებით, როდესაც ამ არჩევნებზე ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო ერთპარტიული მთავრობის ჩამოსაყალიბებად საჭირო ხმა და კოალიციური მთავრობაც ვერ შეიქმნა, დაინიშნა ხელახალი არჩევნები.[8] 2015 წლის ნოემბერის არჩევნებზე, საიანი სტამბოლის მე-2 საარჩევნო ოლქიდან, დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და შევიდა პარლამენტში.[9][10]

მინისტრის თანამდებობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმეთ დავუთოღლუს გადადგომის შემდეგ, 2016 წლის 24 მაისს ბინალი ილდირიმის მიერ ჩამოყალიბებულ მთავრობაში, საოჯახო და სოციალურ პოლიტიკათა მინისტრის თანამდებობა დაიკავა.[11] მინისტრობის პერიოდში, შემოიარა დიარბაქირი, ვანი, მარდინი და შირნაქი, სადაც 186,777 ადამიანს შეხვდა და 4,737 ოჯახს დაეხმარა.[12]

2017 წლის 11 მარტს, ნიდერლანდებში დაგეგმილ თურქეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმთან დაკავშირებულ მიტინგზე გამოსვლის მცდელობისას, ჰოლანდიის ძალოვანმა უწყებამ, მას ეს აუკრძალა. საიანს არ დაუშვეს როტერდამში განლაგებულ თურქეთის საკონსულოში შესვლა, რის შედეგად, ორქვეყანას შორის დიპლომატიური კრიზისი წარმოიშვა. ნიდერლანდებმა, ფატმა საიანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და გერმანიაში გადაიყვანეს.[13] თურქეთმა დაგმო ეს ქმედება და საპასუხოდ ნიდერლანდების შვებულებაში მყოფი ელჩი თურქეთში, არასასურველ პირად გამოაცხადა და თურქეთში დაბრუნება აუკრძალა.[14] აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტამდე, ნიდერლანდებმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს ქვეყანაში ჩამოსვლა აუკრძალეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://stars.bilkent.edu.tr/public/honor/?donem=19992&dil=T#CS
  2. Fatma Betül SAYAN KAYA
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: 2017-03-17.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-25. ციტირების თარიღი: 2017-03-17.
  5. 26. Dönem Milletvekili Aday Listesi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-11. ციტირების თარიღი: 2017-03-17.
  6. https://twitter.com/ofatihsayan/status/585453628934193152
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-07. ციტირების თარიღი: 2017-03-17.
  8. Erken seçim kararı verildi!
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2017-03-17.
  10. http://secim.haberler.com/2015/istanbul-2-secim-sonuclari/
  11. http://www.sabah.com.tr/gundem/2016/05/24/iste-65-hukumetin-bakanlar-kurulu-tam-listesi
  12. Fatma Betül Sayan Kaya: "Terör Mağduru 186 bin 777 Vatandaşa Ulaştık"
  13. BBC Türkçe - Hollanda Başbakanı Rutte: Türk hükümeti çığırından çıkarmak için elinden geleni yaptı
  14. Hürriyet - Bakan Kaya Hollanda'daki skandalı anlattı