უხათი
უხათი — ნასოფლარი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2200 მეტრი, სტეფანწმინდიდან 21 კილომეტრი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი შედგებოდა ორი (ზემო და ქვემო) უბნისაგან. ზემო უბანი შედარებით ძველი დასახლება იყო. აქედან XIX საუკუნეში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქვემო უბანში ჩამოსახლდა. ორივე უბნის მოსახლეობა ერთი და იმავე საძოვრებით სარგებლობდა. შუა საუკუნეებში უხათი სამეფო სოფელი იყო. XVII საუკუნეში იგი არაგვის ერისთავებმა დაისაკუთრეს. ერისთავებს, წყალობის სიგელის (1727 წელი) მიხედვით, უხათში საკუთარი მოურავი დაუნიშნავთ. არაგვის საერისთავოს გაუქმების შემდეგ უხათი კვლავ სამეფო სოფელი გახდა და მნის სამოურავოში შევიდა. XIX საუკუნის პირველ მეოთხედში სოფელი ყაზბეგებმა დაიმორჩილეს და დაბეგრეს. ყაზბეგებთან ბრძოლას არაერთი უხათელი შეეწირა. ზოგიერთმა გაქცევით უშველა თავს. ურჩები ყაზბეგებმა მამაპაპისეული მიწებიდან აყარეს და მათ ადგილზე ოსები ჩამოასახლეს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში აღარავინ ცხოვრობს.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 171 | 90 | 81 |
2002[3] | ![]() |
6 | 3 |
2014[1] | ![]() |
0 | 0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 201.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 21.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II