ოლგა კურილენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლგა კურილენკო

ოლგა კურილენკო
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი 1979
ბერდიანსკი
უკრაინა
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2001–დღემდე
მეუღლე(ები) სედრიკ ვან მოლი (2000–2004)
დემიან გაბრიელი (2006–2007)

ოლგა კურილენკო (ფრანგ. Olga Kurylenko; ინგლ. Ольга Куриленко; დ. 14 ნოემბერი 1979) — ფრანგი მსახიობი და მოდელი.

აქტიური სამსახიობო კარიერა 2005 წელს დაიწყო. დედამისი რუს-ბელორუსელია, ხოლო მამამისი უკრაინელი. ბავშვის დაბადებიდან მოკლე ხანში მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. აღზარდა დედამ და ბებიამ. 7 წლიდან შეისწავლა ფორტეპიანო და დადიოდა საბალეტო სტუდიაში. სამოდელო კარიერა 14 წლიდან დაიწყო. ორი წლის შემდეგ საცხოვრებლად ქალაქ პარიზში წავიდა, სადაც მალევე გაფორმა კონტრაქტი სააგენტო „Madison“-თან.

1992 წელს დედამისთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მრავალი ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, მათ შორის იყო „Glamour“, „ELLE“, „Madame Figaro“, „Marie Claire“ და „Vogue“; აგრეთვე იყო რამდენიმე კომპანიის სახე. 1999 წელს ცოლად გაჰყვა ფრანგ ფოტოგრაფს სედრიკ ვან მოლს, და უკრაინის მოქალაქეობა შეიცვალა საფრანგეთის მოქალაქეობით. ოთხი წლის შემდეგ წყვილი გაშორდა ერთმანეთს. 2006 წელს ცოლად გაჰყვა ამერიკელ მეწარმეს დემიან გაბრიელს, რომელსაც 2007 წელს გაშორდა. 2009 წელს ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. კურილენკო ფილანთროპია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: