შინაარსზე გადასვლა

უმბრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეთნიკური ჯგუფები აპენინის ნახევარკუნძულზე, ძვ. წ. IX საუკუნიდან ძვ. წ. IV საუკუნემდე.
  უმბრები

უმბრები — ძველი იტალიური ჯგუფის ხალხი, ბრინჯაოს ხანაში იტალიის ჩრდილოეთ ნაწილის მკვიდრი მოსახლეობა. ეტრუსკების ზეწოლის შედეგად უმბრების ნაწილი (საბინები[1]) გადასახლდნენ აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთში (ოსკების მიწაზე). ჩვენი ეპოქის დასაწყისში უმბრები დაიპყრეს რომაელებმა და მოხდა მათი რომანიზაცია. სწორედ ამ ხალხს, უმბრებს უკავშირდება იტალიის რეგიონის უმბრიის სახელი.

მკვლევარების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უმბრები არიან მეორე ინდოევროპული ტალღის შთამომავლები (ლათინების და სიკულების წინაპრების შემდეგ).

1444 წელს იგუვინური ცხრილების აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა უმბრების რელიგიას. უმბრების ღმერთების პანთეონში შედიოდა ფერონია, ვალენტია, მინერვა და და სხვები. ტაძრებში აღმართული იყო ღვთაებების ბრინჯაოს ქანდაკებები.

უმბრელების სოციალური სტრუქტურა დაყოფილი იყო გარკვეულ ჯგუფებად სამხედრო წოდების საფუძველზე. ოქტავიანე ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში ოთხი უმბრელი არისტოკრატი გახდა სენატორი, ხოლო იმპერატორ ნერვას ოჯახი წარმოშობით უმბრიიდან იყო.

რომაელები უმბრიელებთან პირველად კონტაქტში შევიდნენ ძვ. წ. 310 წელს და დაასრულეს მათი დაპყრობით დაახლოებით ძვ. წ. 260 წელს. სამნიტური ომების ომის დროს უმბრები შევიდნენ რომის მტრებთან კოალიციაში. იტალიის გაერთიანების შემდეგ ზოგიერთმა უმბრელმა მოიპოვა მოქალაქეობა ან მოქალაქეობა ხმის მიცემის გარეშე. 89 წელს ყველა უმბრელმა მიიღო რომის მოქალაქეობა.

  • Bradley, Guy (2000). Ancient Umbria. State, culture, and identity in central Italy from the Iron Age to the Augustan era. Oxford: Oxford University Press. 
  • Buck, Carl Darling (1904). A Grammar of Oscan and Umbrian. Boston: Ginn and Company Publishers. 
  • Domenico, Roy P. (2001). Regions of Italy: A Reference Guide to History and Culture. Greenwood Publishing Group, 2001, გვ. 367–371. 
  • Pliny (1961). Natural History with an English translation in ten volumes by H. Rackham. Cambridge: Harvard University Press. 
  • Poultney, James Wilson (1959). The Bronze Tables of Iguvium. American Philological Association, Number XVIII.