ლიგურიელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იტალიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხი რკინის ხანის დასაწყისში.

ლიგურიელები (ლათ. Ligures, ბერძნ. Λίγυες) — იტალიის უძველესი მკვიდრი ხალხი ალპების დასავლეთით. დასახლებული იყვნენ, ასევე, საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე და ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ლიგურიელები ითვლებიან ევროპის ერთ-ერთ უძველეს ხალხად, სავარაუდოდ, იყვნენ ტერამარის, ბრინჯაოს ხანის კულტურის მატარებლები, რომელიც გავრცელებული იყო ზემო იტალიაში. მათი ენის შესახებ, გარდა ადგილის დასახელებებისა, კელტურ ენასთან შერევის გამო ბევრი რამ არ არის ცნობილი. დღემდე არ არის აღმოჩენილი ლიგურიულ ენაზე შესრულებული რაიმე ხელნაწერი. ლიგურიელების მთავარი ქალაქი იყო ალბინგანიუმი, დღევანდელი ალბენგა, ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში. ქალაქის სახელი წარმოშობილია ლიგურიული სიტყვიდან - Ingauni.

ლიგურიული ტომები იყვნენ:

ძვ. წ. 700 წლიდან კელტებისგან შევიწროვებული ლიგურიელები თანდათან ტოვებენ მათი უძველესი განსახლების არეალის ძირითად ნაწილს და ინაცვლებენ იტალიის ჩრდილო-დასავლეთში. ძვ. წ. 238/236 წლიდან ექცევიან რომის რესპუბლიკის გავლენის ქვეშ. ძვ. წ. 187-175 წლებში ლიგურიელები გააფთრებით იბრძვიან რომაელების წინააღმდეგ. ლიგურიელთა დაპყრობის შემდეგ, მისი ერთ-ერთი ტომი, აპუანერები, რომაელებმა გადაასახლეს სამნიუმში. ძვ.წ. 173-172 წლებში როამელები იბრძვიან ლიგურიელთა ერთ-ერთი ტომის წარმომადგენლების, სტატიელების, წინააღმდეგ, რომლებიც დაამარცხეს და მონებად აქციეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Günter Neumann: Ligurer. In: Reallexikon der Germanischen Altertumskunde (RGA). 2. Auflage. Band 18, Walter de Gruyter, Berlin/New York 2001, ISBN 3-11-016950-9, S. 400.
  • Harald Haarmann: Lexikon der untergegangenen Völker. Von Akkader bis Zimbern. (= Becksche Reihe 1643). C. H. Beck, München 2005, ISBN 3-406-52817-1