შინაარსზე გადასვლა

უილიამ ოკამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან უილიამ ოკამელი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოკამი.
უილიამ ოკამი

უილიამ ოკამი (ან ოკამელი; ინგლ. William of Ockham; დ. დაახ. 1285, ოკამი, სარის საგრაფო, ინგლისი — გ. 1347, მიუნხენი, ბავარიის საჰერცოგო, საღვთო რომის იმპერია) — ინგლისელი ფილოსოფოსი, ფრანცისკანელი ბერი ოკამიდან[1], სამხრეთ ინგლისში მდებარე სარის საგრაფოს პატარა სოფლიდან. ნომინალიზმის მომხრე, თვლიდა, რომ არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური, ხოლო უნივერსალია არსებობს მხოლოდ ადამიანის გონებაში აბსტრაქტული აზროვნების წყალობით, მის გარეთ კი არ აქვს არავითარი მეტაფიზიკური არსი. ითვლება თანამედროვე ეპისტემოლოგიისა და მთლიანად თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთ მამად, აგრეთვე ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ლოგიკოსად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]