ნომინალიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნომინალიზმი (ლათ. nominalis — სახელებთან დაკავშირებული, მომდინარეობს nomen-იდან — სახელი) — ფილოსოფიური სწავლება, რომლის თანახმადაც, სახელწოდება ისეთი ცნებებისა, როგორებიცაა „ცხოველი“, — „ემოცია“, — ეს არის არა მთლიანობის მქონე ობიექტების საკუთარი სახელები, არამედ ზოგადი სახელები (უნივერსალიები), ერთგვარი ცვლადები, რომელთა ჩანაცვლებაც შეგვიძლია კონკრეტული სახელებით (მაგალითად, ზოგადი სახელწოდების, „ადამიანის“, ნაცვლად — საკუთარი სახელები „პეტრე“, „პავლე“, „ანა“, „მარია“ და ა.შ.).

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნომინალისტების კრიტიკის საგანი არის ის, რომ ზოგადი სახელები მიემართება არა მხოლოდ ობიექტების მთლიან კლასს, არამედ ამ კლასში შემავალ თითოეულ ობიექტს ცალ-ცალკეც.

აქედან გამომდინარეობს ცნებები, რომლებიც აღინიშნება ზოგადი სახელებით. მაგალითად, როგორიცაა „ადამიანი“ — არა როგორც დამოუკიდებელი მთლიანი, არამედ როგორც ცალკეული ცნებების (კონკრეტული ადამიანების), ანუ აბსტრაქციებისა და აზრითი სახეების ერთობლიობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Carré М. Realists and nominalists. Oxf., 1961.
  • Philosophy of mathematics. Oxf., 1964.