უდაიპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
უდაიპური
ინგლ. Udayapura
ქვეყანა თარგი:ქვეყნის მონაცემები ინდოეთი, ბრიტანეთის ინდოეთი
კოორდინატები 24°35′00″ ჩ. გ. 73°41′00″ ა. გ. / 24.58333° ჩ. გ. 73.68333° ა. გ. / 24.58333; 73.68333
ფართობი 37 კმ²
ცენტრის სიმაღლე 600±1 მეტრი
მოსახლეობა 451 100
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 0294
საფოსტო ინდექსი 313001
საავტომობილო კოდი RJ-27
ოფიციალური საიტი http://www.udaipurmc.org/
უდაიპური — დედამიწა
უდაიპური

უდაიპური (ინგლ. Udaipur) ― ქალაქი და მუნიციპალური კორპორაცია უდაიპურის რაიონში, რაჯასტანში, ინდოეთში.[1][2] ასევე ცნობილია როგორც „ტბათა ქალაქი“.[3] არის უდაიპურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მევარის სამეფოს ისტორიული დედაქალაქი. დაარსდა 1559 წელს, რაჯპუტების სისოდიას დინასტიის წარმომადგენლის, უდაი სინგჰი II-მიერ,,[4] რომელმაც დედაქალაქი ჩიტორგარჰიდან უდაიპურში გადაიტანა, მას შემდეგ, რაც ჩიტორგარჰს აქბარმა ალყა შემოარტყა. დედაქალაქის სტატუსი 1818 წლამდე შეინარჩუნა, რის შემდეგაც ბრიტანეთის ინდოეთის შტატი გახდა.[4] 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მევარის პროვინცია რაჯასტანის ნაწილი გახდა.[5]

ქალაქი რაჯასტანის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, გუჯარათის საზღვრის მახლობლად.[1] გარშემორტყმულია არავალის ქედით, რომელიც მას თარის უდაბნოსგან გამოყოფს. უდაიპური დელიდან 660 კმ-ის, ხოლო მუმბაიდან 800 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. გუჯარათის პორტებთან დაკავშირების გამო უდაიპურს სტრატეგიული გეოგრაფიული უპირატესობა აქვს.[6] უდაიპური გზებით, რკინიგზითა და საჰაერო გზებით უკავშირდება მახლობლად მდებარე ქალაქებსა და შტატებს. ქალაქს მაჰარანა პრატაპის აეროპორტი ემსახურება. მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობს ჰინდიზე, ინგლისურსა და რაჯასტანულ ენაზე.

ბრიტანელმა მოხელემ, ჯეიმზ ტოდმა უდაიპურს „ინდოეთის კონტიტენტის ყველაზე რომანტიკური ადგილი“ უწოდა.[7] უდაიპური ტურისტული დანიშნულების ადგილია და ცნობილია თავისი ისტორიით, კულტურით, ლანდშაფტითა და რაჯპუტების ხანის სასახლეებით. ქალაქის ირგვლივ შვიდი ტბა მდებარეობს. ხუთი მთავარი ტბა: ფათეჰ-საგარის, პიჩოლის, სვარუუპ-საგარის, რანგსაგარისა და დუდჰ-ტალაის ტბა, ტბების კონსერვაციის ეროვნული გეგმის ნაწილია.[8] ქალაქში მდებარე ტბების გამო უდაიპურს ხშირად „აღმოსავლეთის ვენეციას“ უწოდებენ.[9][10] ტბების გარდა უდაიპური ცნობილია ისტორიულ ფორტებითა და სასახლეებით, მუზეუმებით, გალერეებით, ბუნებრივი ძეგლებითა და ბაღებით, არქიტექტურული ტაძრებით, ისევე როგორც ტრადიციული ბაზრობებით, ფესტივალებითა და ნაგებობებით.[11] ქალაქის ეკონომიკაში წამყვანი დარგებია: ტურიზმი, მარმარილოს წარმოება, ქიმიური მრეწველობა და განვითარება, ელექტრონული მრეწველობა და ხელნაკეთი ნივთების წარმოება.[12] გარდა ამისა, უდაიპური მზარდი საგანმანათლებლო კერაა. ქალაქში 5 უნივერსიტეტი, 14 კოლეჯი და 160-ზე მეტი საშუალო სკოლა მდებარეობს. ქალაქში მდებარეობს უდაიპურის მენეჯმენტის ინდური ინსტიტუტი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უდაიპურის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 24.525049° განედი და აღმ. 73.677116° გრძედი.[13] ქალაქის ფართობი 64 კმ²-ია[14] და ზღვის დონიდან 598 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მდებარეობს რაჯასტანის სამხრეთ ნაწილში, გუჯარათის მახლობლად.[1] ქალაქი ჯაიპურიდან 403 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო აჰმედაბადიდან 250 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

უდაიპური არავალის ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. რაიონის ჩრდილოეთი ნაწილი მეტწილად შემაღლებული ზეგნებისგან, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი ნაყოფიერი ვაკეების მონაკვეთებისგან შედგება. სამხრეთი ნაწილი კლდეებით, მთებითა და ხშირი ტყეებითაა დაფარული. არავალის ქედზე ორი მთავარი უღელტეხილია: დესური-ნალი და საოკე, რომლებიც უდაიპურსა და ჯოდპურის რაიონს აკავშირებენ ერთმანეთთან.[15]

უდაიპურის ტბების სისტემა რამდენიმე კატეგორიად იყოფა.[16] ზემო ტბებს მიეკუთვნება: ბადი, ჩოტა-მადარი და ბადა-მადარი, ქალაქის ტბები: პიჩოლა, ფატეჰ-საგარი, სვარუპ-საგარი, რანგ-საგარ, კუმჰარია-ტალაბი და გოვერდჰან-საგარი; ქვემო ტბა დაუსაგარის ტბაა. ბოლო კატეგორიაში მდინარე აიადი ხვდება.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უდაიპურის ძველი ნაწილის პანორამა

უდაიპური ნახევრად უდაბნოს ზონების კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. სამი მთავარი სეზონია: ზაფხული, მუსონებისა და ზამთრის. უდაიპური რაჯასტანის უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარეობს და ჩვეულებრივ, ცხელი კლიმატით ხასიათდება. ზაფხული მარტის შუა რიცხვებიდან ივნისამდე გრძელდება და ტემპერატურა 23 °C-დან (73 °F) 44 °C-მდე (111 °F) მერყეობს. მუსონების სეზონი ივლისში იწყება და მტვრითა და ჭექა-ქუხილით ხასიათდება.[17] სიმწვანისა და ტბების გამო ქალაქი მუსონების ერთ-ერთი უპირველესი დანიშნულების ადგილია ქვეყნის მასშტაბით.[18] ზამთარი ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება. მუსონების დროს ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია, ხოლო ზამთარში ეცემა. ქალაქში მზიანი დღეები და გრილი ღამეებია. ჰაერის ტემპერატურა 5 °C-დან (41 °F) 30 °C-მდე (86 °F) მერყეობს.[19][20]

მუსონებისა და ზამთრის კლიმატი საუკეთესო დროა უდაიპურის მოსანახულებლად. ტურისტები სექტემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე ან აპრილის დასაწყისამდე ჩადიან ქალაქში. იანვარში, რომელიც ყველაზე ცივი თვეა, დღეები მზიანი და თბილია. მაქსიმალური ტემპერატურა 28.3 °C-ს (82.9 °F) აღწევს. დილით, საღამოსა და ღამით ცივა.[21][22]


ჰავის მონაცემები — უდაიპური
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 33.3 37.0 42.0 44.0 46.4 46.2 41.4 38.4 38.8 39.4 36.6 34.0 46.4
საშუალო მაღალი °C 24.6 27.7 33.4 37.8 40.2 37.6 32.2 30.5 32.5 33.5 29.6 26.0 32.1
საშუალო დაბალი °C 7.3 9.6 15.4 20.6 25.5 26.3 24.7 23.4 21.7 17.0 12.0 8.2 17.6
რეკორდულად დაბალი °C −1.3 −1.3 5.1 10.0 15.2 19.0 20.0 19.0 13.4 9.4 3.4 −0.9 −1.3
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 3.0 1.3 1.7 7.8 11.0 76.8 235.6 205.4 112.1 13.7 5.2 0.8 674.4
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.2 0.4 0.2 0.6 1.2 4.5 8.8 9.8 5.1 1.0 0.7 0.3 32.8
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 33 26 21 19 24 43 65 72 59 35 36 38 39
წყარო: India Meteorological Department[23][24][25]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Udaipur State (also called Mewar). The Imperial Gazetteer of India (1909).
  • Masters, Brian (1990). Maharana: the story of the rulers of Udaipur. Mapin Pub.. ISBN 0-944142-28-1. 
  • Mehra, S, Mehra, S. P. & Sharma, K. K. (2012). Importance of aquatic avifauna in southern Rajasthan, India. Pg. 159–183. (In: Rawat., M. & Dookia, S. (eds.) Biodiversity of Aquatic Resources, Daya Publishing House, Delhi, 2012) (978-81-7035-789-6)
  • Mehra, S, Mehra, S. P. & Sharma, K. K. (2012). Aquatic Avifauna: Its Importance for Wetland conservation in Rajasthan, India. Pg. 179–190. (In: Mathur, S. M.; Shrivastava, V. K. & Purohit, R. C. (eds.) Conservation of Lakes and Water Resources Management strategies, Himanshu Publications, Udaipur, 2011) (978-81-7906-263-0) Mehra, S, Mehra, S. P. & Sharma, K. K. (2011). Aquatic avifauna of Aravalli Hills Rajasthan, India. pp. 145–167 (In Gupta, V. K. & Verma, A. K. (eds.) Animal Diversity, Natural History and Conservation Vol. I, Daya Publishing House, Delhi, 2011) (ISBN 978-81-7035-752-0)
  • Sharma, K. K. & Mehra, S. P. (2007). Need of studies on anuran in habitats of southern Rajasthan. Frogleg 13: 12–16.
  • Islam, M. Z. & Rahmani, A. R. (2004). Important Bird Areas of India: Priority Sites for Conservation. Indian Bird Conservation Network: Bombay Natural History Society and BirdLife International (UK). Pp. xviii + 1133. (ISBN 0-19-567333-6)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Udaipur - Location and Area. Official Website of Udaipur via Government of Rajasthan. ციტირების თარიღი: 26 September 2021
  2. Srivastava, Soumya. (July 30, 2017) Weekend at Udaipur: Two days are all you need to fall in love with the city of lakes. Hindustan Times. ციტირების თარიღი: 30 August 2017
  3. Udaipur - About.
  4. 4.0 4.1 „Udaipur History“. Official Website of Udaipur via Government of Rajasthan. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 23, 2015. ციტირების თარიღი: November 26, 2015.
  5. Udaipur History. ციტირების თარიღი: 31 August 2015
  6. Udaipur Location. ციტირების თარიღი: 9 September 2017
  7. Welcome to Udaipur. ციტირების თარიღი: 7 April 2018
  8. Reddy, M.S.; Char, N.V.V.. Management of Lakes in India. (NLCP) - National Lake Conservation Plan (10 March 2004). ციტირების თარიღი: 31 August 2015
  9. India (2 February 2008). „Udaipur: An eternal melding of the ages“. Telegraph. ციტირების თარიღი: 2012-10-29.
  10. Udaipur (Venice of the East). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი 2023.
  11. Udaipur Tourist Attractions. ციტირების თარიღი: 9 September 2017
  12. Local Economy. Udaipur Municipal Corporation. ციტირების თარიღი: 9 September 2021
  13. Udaipur, Rajasthan. Bing Maps. ციტირების თარიღი: 26 September 2021
  14. Udaipur Municipal Corporation - Annual Report 2015-16. Janaagraha. ციტირების თარიღი: September 22, 2021
  15. Brief Industrial Profile of Udaipur District. Development Commissioner via Ministry of Micro, Small and Medium Enterprises. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 24 January 2013
  16. Mehta, Anil. (2008) Citizens Role in Ecological, Limnological, Hydrologicial Conservation of Udaipur Lake System. Ministry of Environment, Forest and Climate Change. ციტირების თარიღი: 23 September 2015
  17. Udhani, Vicky. Best time to visit Udaipur. ციტირების თარიღი: August 13, 2023
  18. Kalra, Sanchita. (July 25, 2014) A list of perfect getaways that we think are the best to savour the magic of monsoons in India. Outlook. ციტირების თარიღი: September 8, 2015
  19. Temp in Udaipur – Weather and Climate in Udaipur City (February 29, 2020). ციტირების თარიღი: September 8, 2015
  20. Udaipur Weather. ციტირების თარიღი: September 8, 2015
  21. Udaipur - The Lake City of India. ციტირების თარიღი: July 7, 2017
  22. Udaipur Tourism: Places to Visit in Udaipur. Rajasthan Tourism via Government of Rajasthan. ციტირების თარიღი: July 7, 2018
  23. Station: Udaipur (Dabok)(A) Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 767–768. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 20 January 2021
  24. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 20 January 2021
  25. Udaipur (Airport) (Dabok)(42542). India Meteorological Department. ციტირების თარიღი: 2 August 2022