არავალი
იერსახე
| არავალი | |
|---|---|
| კოორდინატები: 25°00′ ჩ. გ. 73°30′ ა. გ. / 25.000° ჩ. გ. 73.500° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | გუჯარათი რაჯასტანი ჰარიანა |
| უმაღლესი წერტილი | აბუს მთა |
| სიმაღლე | 1722 მ |
| სიგრძე | 560 კმ |
| სიგანე | 10-100 კმ |
არავალი (ჰინ. अरावली) — ქედი ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ინდოეთში. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 560 კმ-ზე, შედგება ორი ძირითადი ქედისაგან. სიმაღლე 300-900 მ. მაქსიმალური სიმაღლე 1722 მ (მთა აბუს მთა). ადმინისტრაციული თვალსაზრისით, არავალი განფენილია გუჯარათის, რაჯასტანისა და ჰარიანის შტატების ტერიტორიებზე. ჩრდილო-დასავლეთით არავალი ჰყოფს თარის უდაბნოს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — მალვის პლატოს. ინდოეთის უძველესი ნაოჭა ქედია. აგებულია კრისტალური ქანებით. მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. გაბატონებულია ნახევარუდაბნო და უდაბნო ლანდშაფტები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „არავალი“ ვიკისაწყობში.- არავალი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)