შინაარსზე გადასვლა

უაჩო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
უაჩო
Huacho
დროშა გერბი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი ლიმა
კოორდინატები 11°06′00″ ს. გ. 77°38′00″ დ. გ. / 11.10000° ს. გ. 77.63333° დ. გ. / -11.10000; -77.63333
ქალაქის მერი პედრო სურიტა პასი
ცენტრის სიმაღლე 68
მოსახლეობა 200 585 (2019)
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 232
ოფიციალური საიტი munihuacho.gob.pe
უაჩო — პერუ
უაჩო

უაჩო – ქალაქი პერუში, უაურას პროვინციისა და ლიმის რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს ზღვის დონიდან 67 მეტრზე, ლიმიდან ჩრდილოეთით, 148 კილომეტრის დაშორებით. ქალაქი მდებარეობს პანამერიკულ მაგისტრალზე. ესაზღვრება ლომას-დე-ლაკაის ეროვნულ პარკს, ამიტომ მის სიახლოვეს წარმოდგენილია მცენარეებისა და ველური სამყაროს ფართო სპექტრი.

იმის გამო, რომ ქალაქი ვრცელი ხეობის ფსკერზეა გაშლილი, კლიმატი ნოტიოა, ძალზე ცვალებადი და წვიმიანი ამინდით. ქალაქის გარშემო მინდვრებზე ბრინჯის, ბამბის, შაქრის ლერწმისა და სხვადასხვა მარცვლეულის ნათესებია. ეს ფაქტი გამოწვეულია ბამბის ინდუსტრიის საკმაოდ მაღალი განვითარების დონით, ასევე მრავლადაა ზეთის ქარხნები, რომლებიც სწორედ ამ მინდვრებზე მოწეულ მარცვლეულზე მუშაობს. ქალაქი გამოირჩევა არაჩვეულებრივი პეიზაჟებით, საუცხოო პლაჟებით, ზღვის სიახლოვეს, მრავლადაა მარილის საბადოები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უაჩო&oldid=4353195“-დან