ტუშურების ღვთისმშობლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტუშურების ღვთისმშობლის ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სამხრეთით, შეღრმავებულ ადგილას, ტყეში. აგებულია XlX-XX საუკუნეში. ხატის (სიმაღლე 3,5 მეტრი) ქვედა მასიური კორპუსი (1,5x1,3 მეტრი) ნატეხი ქვითაა ნაშენი. ჩრდილო წახნაგში სწორკუთხა ნიშია. ზედა ნაწილი ნატეხი ქვითა და აგურით ნაგები ფანჩატურია - ოთხ სწორკუთხა ბურჯსა და მათზე გადებულ კოჭებს თუნუქის ოთხფერდა სახურავი ეყრდნობა. ფანჩატურში ბრინჯაოს ზარი კიდია. ხატის აღმოსავლეთით, 1 მეტრზე ხატის ბეღელი დგას. ბეღელი ნატეხი ქვითა და აგურით ნაშენი ერთოთახიანი ნაგებობაა (3,6x3,4 მეტრი). ნახევარწრიული ტიმპანით დასრულებული სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთ კედლის ღერძზეა გაჭრილი. შიგნიდან სწორკუთხა, ხოლო გარედან თაღოვანი სარკმლები ჩრდილო და სამხრეთ კედლებშია. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე სწორკუთხა ნიშია. ბეღელს ხის ბრტყელი ჭერი და კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს, დგას 0,8 მეტრი სიმაღლის ცოკოლზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]