ტუშურების კოპალას ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტუშურების კოპალას ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების ჩრდილო-დასავლეთით, 0,5 კილომეტრზე, ჩიტაურების ხევის პირას. აგებულია XlX საუკუნეში. ნატეხი ქვით ნაგებ, კუბური ფორმის (1,4x1,4x1,4 მეტრი) მასიურ ბაზისზე დაშენებულია მთლიანად აგურით ნაწყობი ოთხწახნაგოვანი ფანჩატური. ქვედა ნაწილის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახნაგებში (მიწის დონეზე) თითო შეისრულთაღოვანი ნიშია. ფანჩატურის კვადრატულ ბურჯებზე ბრტყელი თაღებია დაყრდნობილი. თაღები და მათ ზემოთ წყობის ნაწილი სწორკუთხოვან შეღრმავებაშია მოქცეული. ფანჩატური დასრულებულია ვიწრო ლავგარდნით, რომელიც კუთხით შვერილი აგურების ერთი რიგისგან შედგება. ნაგებობას პირამიდული ფორმის აგურის სახურავი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]