შინაარსზე გადასვლა

ტრისური

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ტრისური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 10°31′12″ ჩ. გ. 76°12′36″ ა. გ. / 10.52000° ჩ. გ. 76.21000° ა. გ. / 10.52000; 76.21000
ფართობი 101.42 კმ²
ცენტრის სიმაღლე 47 მეტრი
ოფიციალური ენა მალაიალამური ენა
მოსახლეობა 315 596 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 487
საფოსტო ინდექსი 680001
ოფიციალური საიტი http://www.corporationofthrissur.org/
ტრისური — ინდოეთი
ტრისური

ტრისური (ინგლ. Thrissur; ყოფილი ტრიჩური; წარსულში ცნობილი როგორც ტრისივაპერური) ― ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი ამავე სახელწოდების მქონე რაიონში, ინდოეთის შტატ კერალაში. სიდიდით მესამე ურბანული აგლომერაცია კერალაში, კოჩისა და კოჟიკოდეს შემდეგ და 21-ე ― ინდოეთის მასშტაბით.[1][2] ქალაქი გაშენებულია 65 აკრის ფართობის მქონე ბორცვზე, რომელზეც შივასადმი მიძღვნილი დიდი ინდუისტური ტაძარი მდებარეობს. იგი შტატის ცენტრში, დედაქალაქ თირუვანანთაპურამიდან 304 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. წარსულში კოჩინის სამეფოს დედაქალაქი იყო.

კულტურული, სულიერი და რელიგიური ისტორიის გამო, ტრისური ცნობილია როგორც კერალის კულტურული დედაქალაქი.[3] ქალაქის ცენტრში მდებარეობს კერალის სანგეეთა ნადაკას აკადემია კერალის ლალითაკალას აკადემია და კერალის საჰიტიას აკადემია.[4] ქალაქში ტარდება ყოველწლიური ფესტივალი ტრისურ პოორამი, რომელიც ყველაზე ფერადი და სანახაობრივი ფესტივალია კერალაში.[5][6] ფესტივალი აპრილში ან მაისში ტარდება თეკინკადუ-მაიდანზე.

ქალაქი რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ისტორიის მანძილზე, ტრისური ინდუისტური სწავლების ცენტრი იყო და ითვლება, რომ ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი ინდოეთის სუბკონტინენტზე სწორედ ტრისურიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან გავრცელდა. ტრისურში მდებარეობს ცნობილი ტაძრები, როგორებიცაა: ვადაკუმნათანის ტაძარი, თირუვამბადი შრი კრიშნას ტაძარი და პარამეკავუს ტაძარი.

ტრისური კერალის შტატის მთავარი აკადემიური კერაა. ქალაქში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორისაა: კერალა კალამანდალამი, კერალის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, კერალის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტიი, კერალის ადგილობრივი ადმინისტრირების ინსტიტუტი, კერალის ტყის კვლევის ინსტიტუტი, კერალის პოლიციის აკადემია, პოლიციის ძაღლების წვრთნის ცენტრი, კერალის სახანძრო და გადარჩენის სერვისების აკადემია, მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სამთავრობო კოლეჯი, სახვითი ხელოვნების სამთავრობო კოლეჯი, ინჟინერიის სამთავრობო კოლეჯი, სამთავრობო სამედიცინო კოლეჯი და სხვ.[7][8][9]

ტრისურის რუკა, 1816

წინაისტორიული მეგალითებისა და დოლმენების ნაშთები ამტკიცებს, რომ ტრისური სულ ცოტა ძვ.წ. 1 000-ახ.წ. 500 წლებში იყო დასახლებული.[10]

XVI საუკუნეში პორტუგალიელები კერალის ბევრ ნაწილს აკონტროლებდნენ, მათ შორის, ტრისურსაც. XVII საუკუნის დასახკისში პორტუგალიელთა საზღვაო ძლიერება შესუსტდა და რეგიონში მთავარი საზღვაო ძალა ნიდერლანდები გახდა. 1710 წელს, ნიდერლანდელთა დახმარებით, კოჩინის სამეფოს სამეფო ოჯახმა ტრისური ხელახლა კალიკუტის სამეფოს წაართვა.[11]

ტრისურის მნიშვნელობა გაიზარდა მაჰარაჯა საკთან თამპურანის (1769-1805) ტახტზე ასვლის შემდეგ, რომელმაც ტრისური კოჩინის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. მახლობელი ტერიტორიებიდან სირიელი ქრისტიანული ოჯახებისა და ბრაჰმანების მოწვევით მაჰარაჯამ ქალაქი სამხრეთ ინდოეთის მთავარ ფინანსურ და კომერციულ ჰაბად აქცია.[11]

ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამო ტრისურში ბევრი ადამიანი ჩავიდა. 1927 და 1934 წლებში ქალაქში მაჰათმა განდი იმყოფებოდა. 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტრისური კოჩინის სამეფოს ნაწილი გახდა. ტრისურის რაიონი 1949 წლის 1-ელ ივლისს შეიქმნა, რომლის ადმინისტრაციული ცენტრის ქალაქ ტრისურში მდებარეობს.

ტრისურ-პონანი-კოლეს ჭარბტენიანი ტერიტორიები ― ერთ-ერთი უდიდესი ჭარბტენიანი ტერიტორია კერალაში.

ტრისური ამავე სახელის მქონე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი კოჩიდან 75 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, კოიამპუტურიდან 133 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, კოჟიკოდეს 124 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩანგანასერიდან 151 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.[12] ქალაქი ბორცვის ირგვლივაა გაშენებული, რომელსაც თეკინკადუ-მაიდანი ჰქვია და მეორე უმაღლესი წერტილია ქალაქში, ვილანგანის ბორცვის შემდეგ. ქალაქი ზღვის დონიდან 2.83 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[12]

ქალაქი კერალის შუა ნაწილში მდებარეობს, რომელიც პალაკადის ვაკეების ნაწილია.[13] ტრისურის დიდი ნაწილი არქეული ერის ქანებითაა დაფარული.[14] ქალაქი ინდოეთის ტექტონიკური ფილის (ინდოეთის ფილა) ცენტრის მახლობლად მდებარეობს და შედარებით ნაკლები სეისმური ან ვულკანური აქტივობით ხასიათდება.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ტრისური ტროპიკული მუსონური კლიმატის (Am) სარტყელში მდებარეობს. ზაფხული მარტიდან მაისამდე გრძელდება და წელიწადის ყველაზე ცხელი დროა. ზაფხულის თვეები არაკომფორტულია სიცხისა და ტენიანობის გამო. დღისით ტემპერატურა 36-38 °C-მდე (96.8-100.4 °F) იზრდება. ზაფხულს სამხრეთ-დასავლეთის მუსონები მოსდევს, რომელიც ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. ოქტომბერი და ნოემბერი მუსონების შემდგომი სეზონია. ზამთარი დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით გრძელდება და ცივი და ქარიანია, რაც დასავლეთ გატებიდან წამოსული ქარებითაა გამოწვეული. ჩვეულებრივ, წლის სხვა დროებთან შედარებით, ზამთრის თვეები მშრალი და ნაკლებად ტენიანია. დილით შედარებით გრილა და დღისით ტემპერატურა დაახლოებით 30 °C-ს 86 °F უტოლდება.[15]

საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 3 100 მმ-ია. სამხრეთ-დასავლეთის მუსონი ჩვეულებრივ მაისის ბოლო კვირაში იწყება. ივლისის შემდეგ ნალექიანობა იკლებს. საშუალოდ, წელიწადში 124 წვიმიანი დღეა. მაქსიმალური საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 36 °C-ია (96.8 °F), ხოლო მინიმალური ტემპერატურა ― 27 °C (80.6 °F). ზამთრის სეზონის მაქსიმალური საშუალო ტემპერატურა 31 °C-ია (87.8 °F), ხოლო მინიმალური ― 20 °C (68 °F).[15]

ჰავის მონაცემები — ტრისური
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 31 32 35 36 35 30 29 30 30 30 31 31 32
საშუალო დაბალი °C 21 22 25 27 27 24 23 23 24 24 23 22 24
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 32 26 39 147 391 576 391 367 417 467 223 47 3 123
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 3 3 5 13 17 26 28 24 18 23 13 4 177
წყარო: [1]

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Provisional Population Totals, Census of India 2011. Census India. ციტირების თარიღი: 28 October 2011
  2. Comparative study of decadal growth of state/districts 1991–2001, 2001–2011. Census India. ციტირების თარიღი: 28 October 2011
  3. Thrissur. Thrissur Municipal Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 22 September 2010
  4. Literary and cultural societies. Kerala Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 6 October 2010
  5. Festivals and Fairs of Thrissur. Kerala Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 6 October 2012
  6. Tourism. Thrissur Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 6 October 2010
  7. History. Kerala Agricultural University. ციტირების თარიღი: 6 May 2010
  8. About Us. Kerala Institute of Local Administration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 6 May 2010
  9. Educational Institutions. Thrissur Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 6 October 2010
  10. „A tour of heritage sites in Thrissur“. The Hindu. Chennai, India. 4 December 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2009. ციტირების თარიღი: 9 July 2010.
  11. 11.0 11.1 Brief History. Kerala Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 27 June 2011
  12. 12.0 12.1 Geography and Climate. ADB. ციტირების თარიღი: 16 May 2010
  13. Jose AI, Paulose S, Prameela P & Bonny BP (eds), 2002, Package of Practices Recommendations: Crops დაარქივებული 19 December 2005 საიტზე Wayback Machine. , Kerala Agricultural University. Retrieved 18 January 2006.
  14. Geography. Thrissur Municipal Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 27 November 2010
  15. 15.0 15.1 Climate. Kerala Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 22 September 2010