ტრაპიზონის პროვინცია
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ტრაპიზონის პროვინცია თურქ. Trabzon ili | ||
ქვეყანა | თურქეთი | |
რეგიონი | შავი ზღვის რეგიონი | |
ადმ. ცენტრი | ტრაპიზონი | |
შიდა დაყოფა | Akçaabat, Araklı, Arsin, Beşikdüzü, Çarşıbaşı, Çaykara, Dernekpazarı, Düzköy, Hayrat, Köprübaşı, Maçka, Of, Ortahisar, Şalpazarı, Sürmene, Tonya, Vakfıkebir და Yomra | |
კოორდინატები | 41°00′00″ ჩ. გ. 40°00′00″ ა. გ. / 41.00000° ჩ. გ. 40.00000° ა. გ. | |
ფართობი | 6685 კმ² | |
მოსახლეობა | 807 903 (2018)[1] | |
სატელეფონო კოდი | 462 | |
საფოსტო ინდექსი | 61000–61999 | |
საავტომობილო კოდი | 61 | |
ოფიციალური საიტი | http://www.trabzon.gov.tr | |
| ||
ტრაპიზონის პროვინცია (თურქ. Trabzon ili) – პროვინცია (ილი) ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ტრაბზონი. მოიცავს 18 რაიონს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრაპიზონის პროვინცია მოქცეულია ჩრდილოეთით შავ ზღვასა (114 კილომეტრიანი სანაპირო) და სამხრეთით ჭანეთის ქედს შორის. პროვინციას აღმოსავლეთით ესაზღვრება რიზე, სამხრეთით – გუმუშჰანესა და ბაიბურთის პროვინციები, ხოლო დასავლეთით გირესუნის პროვინცია. პროვინციის ფართობია 4685 კმ² მისი 22.4 % დაბლობია, ხოლო 77.6 % გორაკ-ბორცვიანი. პროვინციაში მიედინება მდინარეები დერიმენდერე, იანბოლუ, შურმენე, ფოლი, იიდერე, კოჰა, ბალთაჯი, სოლაკლი, კარადერე. პროვინციაში არის ტბები: უზუნგოლი, ჩაკირგოლი, სერა გოლუ.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობა 763 714 ადამიანი (2010): ცხოვრობენ თურქები, ლაზები, პონტოელი ბერძნები. უდიდესი ქალაქებია: ტრაბზონი (215 ათ. ადამიანი, 2000), ქემალიე.
მოსახლეობა | 2007 | 2008 | 2009 | 2010 |
---|---|---|---|---|
სულ | 740 569 | 748 982 | 765 127 | 763 714 |
ურბანული | 396 646 | 390 797 | 408 103 | 415 652 |
პროვინციის მოსახლეობა, გარდა ურბანულისა, ძლიერ ტრადიციულია, რაც გულისხმობს გენდერული როლების ტრადიციულ განაწილებას, სოციალურ კონსერვატიზმს, სტუმარმასპინძლობის ძლიერ ტრადიციას, შრომისმოყვარეობას, ძლიერ ოჯახურ და ნათესაურ კავშირებს. შავი ზღვის რეგიონის მოსახლეობა ასევე ცნობილია მახვილგონიერებითა და იუმორის გრძნობით.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრაპიზონის პროვინციის მთავარი ღირსშესანიშნაობები არის სუმელას მონასტერი და უზუნგელის ტბა. სუმელას მონასტერი მდებარეობს ქალაქ ტრაპიზონიდან სამხრეთით, 50 კილომეტრზე. ის აგებულია სალ კლდეზე ხედით მწვანე ტყისკენ.