ტირიფის ტალღურა
ტირიფის ტალღურა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Leucoma salicis (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
|
ტირიფის ტალღურა[1] (ლათ. Leucoma salicis) — პეპელა ტალღურასებრთა ქვეოჯახისა. ფრთები თეთრი აბრეშუმისებრია, ფრთის შლილი — 40–55 მმ.[2]
საქართველოში წელიწადში ძირითადად ერთ თაობას იძლევა, იშვიათად — ორს. გაზაფხულზე მეზამთრეობიდან მუხლუხები საშუალოდ 12°C ტემპერატურაზე გამოდიან, ხშირად — აპრილის ბოლოს. მამრებს ახასიათებთ 7 ხნოვანება, ხოლო მდედრებს — 8. ივნის-ივლისში მუხლუხები იჭუპრებენ ხის ღეროზე, ფოთლებში და ბოძებზე. დაჭუპრების წინ გროვდებიან ჯგუფებად, 10–25 ცალის ოდენობით და ეხვევიან აბლაბუდაში. პეპლები ფრენენ ივნისის ბოლოს – აგვისტოში. მდედრი პეპელა დებს 500–700, ხელსაყრელ პირობებში კი 1000 ცალამდე მომწვანო ფერის კვერცხს. კვერცხის ფაზა 20–25°C-ზე 10 დღე გრძელდება. გამოჩეკილი მუხლუხები ფოთლების დაჩონჩხვას იწვევენ, იცვლიან კანს და მეორე ხნოვანებაში გადადიან დასაზამთრებლად. ზამთრობენ ქერქის ნაპრალებში, ფუღუროებსა და ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ.[2]
მწერი გავრცელებულია ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ქარსაფარ ზოლებში: ლაგოდეხის, გორის, თეთრიწყაროს, ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, თბილისის მიდამოებში, ხოლო დასავლეთ საქართველოში აღინიშნება ფოთის ტყეებში. მკვებავი მცენარებია: ტირიფი, ალვის ხე, ვერხვი, მურყანი, არყი, თხილი და კომში.[2]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ფრთებდაკეცილი
-
კვერცხები
-
მუხლუხი
-
დედალი -
მამალი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გოგინაშვილი ნ., დიდმანიძე ე., კერესელიძე მ. და სხვ., მოკლე ენტომოლოგიური ორენოვანი ნომენკლატურული ლექსიკონი : ლათინურ-ქართული, ქართულ-ლათინური, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 112.
- ↑ 2.0 2.1 2.2 მანდარია ნ., დიდმანიძე ე., იმერეთში გავრცელებულ ქერცლფრთიანების ზეოჯახ აბრეშუმქსოვებისებრთა (LEPIDOPTERA, BOMBYCIDOIDEA) მავნე სახეობები // აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, №2, 2013. — გვ. 161.