ტივის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტივის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Tiwi Islands
Tiwi Islands.png
ტივის კუნძულების ხედი კოსმოსიდან
გეოგრაფია
მდებარეობა არაფურის ზღვა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 11
მთავარი კუნძული მელვილი
ფართობი 8320 კმ²
ქვეყანა
ჩრდილოეთი ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა 2579 (2011)
სიმჭიდროვე 0,31 /კმ²

ტივის კუნძულები (ინგლ. Tiwi Islands) — კუნძულების ჯგუფი ავსტრალიის შტატის ჩრდილოეთი ტერიტორიის სანაპიროსთან 80 კმ-ში ჩრდილოეთით ქალაქ დარვინიდან, არაფურის და ტიმორის ზღვების შეერთების ადგილას.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტივის კუნძულები შედგება ორი დიდი კუნძულისგან: მელვილი, ბათერსტი და 9 პატარა დაუსახლებელი კუნძულისაგან (Buchanan, Harris, Seagull, Karslake, Irritutu, Clift, Turiturina, Matingalia და Nodlaw), რომელთა საერთო ფართობი შეადგენს 8320 კმ²-ს. მელვილი — ფართობის მიხედვით მეორე კუნძულია ავსტრალიაში.

კუნძულების სანაპიროები უპირატესად კლდოვანი და ციცაბოა. ნოტიო სეზონი გრძელდება ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით, მშრალი სეზონი — აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით.

ჯგუფის ორივე დიდი კუნძულის ზედაპირი დაფარულია ხშირი მცენარიული საფარით (ძირითადად ევკალიპტის ტყეებით). ზოგიერთ ადგილებში მდებარეობენ მანგროს ტყეები. ფაუნა წარმოდგენილია ცხოველებით, რომლებიც ფართედაა გავრცელებული მთელ ავსტრალიაში: ვალაბები (ლათ. Wallabia), კუსკუსები, ბანდიკოტები (ლათ. Bandicota), გველები და ხვლიკები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტივის კუნძულები 1644 წელს აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა. 1705 წლის აპრილში ტივის კუნძულებზე გადმოვიდა ნიდერლანდელების ჯგუფი. 1824 წელს მელვილის კუნძულზე დაარსდა ბრიტანული სამხედრო დასახლება, რომელიც არსებობდა 1829 წლამდე.

1911 წლის ივნისში ბათერსტის კუნძულზე გადმოსხდნენ პირველი კათოლიკე მისიონერები და დასახლდნენ ქალაქ ნგუიუში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 19 თებერვალს, ტივის კუნძულებზე საჰაერო იერიში მიიტანა იაპონიის ავიაციამ.

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს ტივის კუნძულები გამოცხადდა ავსტრალიელი აბორიგენების რეზერვატად. 1980 წელს კუნძულების მართვა გადაეცა ტივის აბორიგენთა მიწის საბჭოს. 2001 წლის 12 ივლისს ჩამოყალიბდა ტივის კუნძულების თვითმმართველობის რაიონი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულები დასახლებულია ავსტრალიელი აბორიგენებით — ტივი, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ევროპელების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე. 1996 წელს კუნძულების მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენდა 2033 ადამიანს, რომელთაგან 93,8 % იყო ავსტრალიელი აბორიგენი. 2011 წელს კუნძულების მოსახლეობა გაიზარდა 2579 ადამიანამდე[1]. კუნძულებზე ძირითადი სასაუბრო ენაა — ტივის ენა, შემდეგ ინგლისური.

ყველაზე დიდი დასახლებებია — ნგუიუ (ბათერსტის კუნძული), პირლანგიმპი და მილიკაპიტი (მელვილის კუნძული).

კულტურა და სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტივის კუნძულები ცნობილია თავისი ტრადიციული კულტურით, წარმომადგენლობითი მრავალი ცეკვებით, სიმღერებით და ცერემონიებით.

კუნძულებზე საკმაოდ პოპულარულია ავსტრალიური ფეხბურთი (ტივის კუნძულებზე არსებობს საკუთარი ლიგაც).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Census QuickStats: Tiwi Islands. Australian Bureau of Statistics (2011-08-09). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-19. ციტირების თარიღი: 2012-09-05.