კუსკუსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კუსკუსები
Brushtail possum.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ჩანთოსნები
ოჯახი: კუსკუსისებრნი
ქვეოჯახი: კუსკუსები
ლათინური სახელი
Phalangerinae

კუსკუსები (Phalangerinae), ჩანთოსანი ძუძუმწოვრების ქვეოჯახი. ტანად მომცრო და საშუალო ზომის ცხოველებია. სხეულის სიგრძე 14-90 სმ აღწევს. აქვთ ბალნით დაფარული გრძელი კუდი. ზოგიერთ სახეობას საფრენი აპკი აქვს. აერთიანბეს 10-მდე გვარს. გავრცელებულია ავსტრალიასა და მისი მოსაზღვრე კუნძულებზე. მეხეური ცხოველებია. ხეებზე ცოცვისას იყენებენ ბრჭყალებსა და კუდს. აქტიური არიან ღამით იკვებებიან მცენარეულობით (ნაყოფები, ფოთლები), აგრეთვე მწერებით, პატარ-პატარა ფრინველებით და მათი კვერცხებით. შობენ 1-2 ნაჭიერს. ზოგიერთი კუსკუსები სანადირო ობოექტია (იყენებენ ხორცსა და ტყავს).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 88, თბ., 1983