ბათერსტის კუნძული (ავსტრალია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბათერსტი
მშობ. სახელი: ინგლ. Bathurst Island

კუნძულის მდებარეობა
გეოგრაფია
11°35′ ს. გ. 130°18′ ა. გ. / 11.583° ს. გ. 130.300° ა. გ. / -11.583; 130.300 (Bathurst Island)
მდებარეობა ტიმორის ზღვა
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 2600 კმ²
უმაღლესი წერტილი 258 მ
ტერიტორია ჩრდილოეთი ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა 1640
სიმჭიდროვე 0,631 ად. /კმ²

ბათერსტი (ინგლ. Bathurst Island) — კუნძული ტიმორის ზღვის აღმოსავლეთში. ტივის კუნძულებიდან ერთ-ერთი (კუნძულ მელვინთან ერთად) ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაში. კუნძულს სახელი დაერქვა ჰენრი ბათერსტის საპატივსაცემლოთ. კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 1640 კაცს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიულად შედის ტივის კუნძულების შემადგენლობაში. მდებარეობს ქალაქ დარვინიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 80 კმ-ში და მისი ფართობია დაახლოებით 2600 კმ².

ზაფხულში კუნძულზე ძალიან ცხელა: ტემპერატურა აღწევს 34 °C-ს. ზამთარში მაქსიმალური ტემპერატურაა 33 °C, მინიმალური — 16 °C.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ევროპელებმა აღმოაჩინეს მხოლოდ 1644 წელს, თუმცა მანამდე დიდი ხნით ადრე ის დასახლებული იყო ავსტრალიელი აბორიგენებით. კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენი გახდა ნიდერლანდელი მოგზაური აბელ ტასმანი. შემდგომში, 1818 წელს, კუნძული გამოიკვლია ფილიპ პარკერ კინგმა და ბატერსტის მესამე გრაფის ჰენრი ბატერსტის პატივსაცემად დაარქვა მისი სახელი. საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში კუნძული ევროპელების არანაირ ყურადღებას არ იპყრობდა.

ცხოვრებამ კუნძულ ბათერსტზე განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები მას შემდეგ, როდესაც იქ გამოჩნდა კათოლიკე მისიონერი და ეპისკოპოსი ფრანცისკ ქსავიერ გზელი (ინგლ. Francis Xavier Gsell), დაბადებული ელზას-ლოტარინგიაში. 1910 წელს მან შეძლო სამხრეთ ავსტრალიის ადმინისტრაციის დაყოლიება გამოეყო მისთვის ნაკვეთი 10 ათასი აკრის ფართით კუნძულ ბათერსტზე, რომ იქ აბორიგენებისთვის დაეარსებინა ქრისტიანული მისია. მაგრამ ეს გაქრისტიანების პროცესი მიმდინარეობდა დიდი სიძნელეებით.

1942 წლის 19 თებერვალს კუნძული ბათერსტი დაბომბა იაპონიის ავიაციამ.

1978 წელს კუნძულის ფლობა ოფიციალურად გადაეცა ადგილობრივ ტივის აბორიგენებს. დღეისათვის ბათერსტი ტივის მიწის საბჭოს მმართველობაშია, რომელიც ასევე იძლევა კუნძულზე არამკვიდრი მოსახლეობის შესვლაზე თანხმობას.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის ყველაზე დიდი დასახლება, ნგუიუ (ინგლ. Nguiu), მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1450 ადამიანს.

კუნძული ბათერსტი ავსტრალიელი აბორიგენების რეზერვაციის ნაწილია.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]