შინაარსზე გადასვლა

ტედროს ადანომ გებრეისუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტედროს ადანომ გებრეისუსი
ტედროს ადანომ გებრეისუსი
2018 წელს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მე-8 გენერალური დირექტორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 ივლისი, 2017
წინამორბედიმარგარეტ ჩანი

ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ნოემბერი, 2012 – 1 ნოემბერი, 2016
პრემიერ-მინისტრიჰაილემარიამ დესალენი
წინამორბედიჰაილემარიამ დესალენი
მემკვიდრევორკნეჰ გებეიეჰუ

დაბადებული3 მარტი, 1965
ასმერა, ეთიოპია
მოქალაქეობაეთიოპიის დროშა ეთიოპია
პოლიტიკური პარტიატიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტი
განათლებაასმერის უნივერსიტეტი, ლონდონის უნივერსიტეტი, ნოტინგემის უნივერსიტეტი

ტედროს ადანომ გებრეისუსი (ამჰ. ቴዎድሮስ አድሓኖም ገብረኢየሱስ; დ. 3 მარტი 1965, ასმერა, ეთიოპია) — ეთიოპიელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრი 2012-2016 წლებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი 2017 წლის 1 ივლისიდან.

დაიბადა 1965 წლის 3 მარტს ასმერაში (ამჟამად ერიტრეა), ინჟინრის ოჯახში.

1986 წელს ბაკალავრის ხარისხით დაასრულა ასმერის უნივერსიტეტი ბიოლოგიის სპეციალობით და ლაბორანტად დაიწყო მუშაობა ეთიოპიის ჯანდაცვის სამინისტროში. 1991 წელს, მენგისთუ ჰაილე მარიამის სამხედრო რეჟიმის დამხობის შემდეგ საშუალება მიეცა სწავლა გაეგრძელებინა საზღვარგარეთ. 1992 წელს დაასრულა ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრატურა ინფექციური დაავადებების იმუნოლოგის სპეციალობით. 2000 წელს ნოტინგემის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნებოდა ეთიოპიის ტიგრაის რეგიონშ მალარიასთან ბრძოლის პრობლემებს. დამატებითი საგანმანათლებლო კურსები გაიარა დანიასა და შვედეთში.

2001-2003 წლებშ იყო ტიგრაის რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2003 წელს დაინიშნა ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ. 2005-2012 წლებში ეთიოპიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრია. ამ თანამდებობაზე მუშაობისას მან გაატარა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, რათა გაეზარდა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამ პერიოდში შეიქმნა 3 500 ჯანდაცვის ცენტრი და 16 000 სამედიცინო პუნქტი. 7-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის მუშაკთა რაოდენობა.

2012-2016 წლებში ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრია. 2013 წელს აფრიკის კავშირის აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელია.

2016-2017 წლებში ეთიოპიის პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველია. 2017 წელს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად დანიშნეს. ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს მისი ხუთი ძირითადი პრიორიტეტია ჯანმრთელობის საყოველთაო მიღწევების გაშუქება; ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევები; ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობა; კლიმატის ცვლილებისა და გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე; და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]