ტარაღანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტარაღანა
Acipenser stellatus sőregtok.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Acipenser stellatus
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 CR ka.svgკრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 229

ტარაღანა (ლათ. Acipenser stellatus) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 220 სმ, მასა 68 კგ აღწევს. დაფარულია ხუთ რიგად განლაგებული ძვლოვანი ფარეკლებით. აქვს მეტად გრძელი, ვიწრო და შებრტყელებული დინგი, სადა და მოკლე ულვაშები. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 5-13 წლისა, ხოლო დედალი — 10-17 წლისა. გვხვდება კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აუზში, მრავლდება მდინარეებში აპრილიდან სექტემბრამდე (ადის რიონშიც). დაახლოებით 20 ათასიდან 363 ათასამდე ქვირითს ყრის ქვაქვიშიან ფსკერზე. იკვებება უხერხემლოებითა და თევზებით. ტარაღანა ძვირფასი სარეწაო თევზია. იყენებენ ნედლს, შებოლილს, ხიზილალას, ზურგის სიმს, საცურავ ბუშტს, შიგნეულობას; ამზადებენ დოშს, ზურგიელს, კონსერვებს. ტარაღანას ხელოვნურადაც აშენებენ. ცნობილია მისი ნაჯვარი ზუთხთან, ცქვრინთან და ფორეჯთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]