ცქვრინი
იერსახე
| ცქვრინი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Acipenser ruthenus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Endangered : 227 | |||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||
|
შემორჩენილი ამომწყდარი | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ცქვრინი (ლათ. Acipenser ruthenus) — თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეული სიგრძე 125 სმ, ხოლო მასა 16 კგ აღწევს. გვხვდება კასპიის, შავი და აზოვის ზღვების აუზში და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში. 2 რასა — ევროპული და ციმბირული: ცნობილია ნახევრადგამსვლელი ფორმები (კასპიის ზღვა). ქვირითს ყრის გაზაფხულზე კენჭნარ და ქვიან გრუნტზე. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-7 წლისა, ხოლო დედალი — 5-12 წლისა. ნაყოფიერება 4-იდან 137 ათას ქვირითამდე. სიცოცხლის ხანგრძლივობა 22 წელია. ცქვრინი მეტწილად იკვებება მწერების მატლით. ზამთარში ჩვეულებრივ ჩაწოლილია ორმოში. ძვირფასი სარეწაო თევზია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცქვრინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
