ფორეჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფორეჯი
Shipzaur.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Acipenser nudiventris
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 CR ka.svgკრიტიკულ საფრთხეში მყოფი
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Critically Endangered : 225

ფორეჯი (ლათ. Acipenser nudiventris) — გამსვლელი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეული სიგრძე 2 -მდეა, მასა — 30 კგ-მდე. გავრცელებულია კასპიის, აზოვის, არალისა და შავი ზღვის აუზში. შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში გვხვდება მცირე რაოდენობით. აკლიმატიზებულია ბალხაშის ტბაში. ქვირითს ყრის მდინარეში. ძვირფასი სარეწაო თევზია — ამზადებენ დოშს, ზურგიელს, შავ ხიზილალას. იკვებება თევზებით, მოლუსკებით. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-9 წლისა, დედალი — 12-14 წლისა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. ცოცხლობს 30 წელს და მეტს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]