შინაარსზე გადასვლა

ტარას ჩმუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარას ჩმუტი
Тарас Миколайович Чмут
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი, 1991(1991-10-13) (33 წლის)
დაბადების ადგილი

1991 წლის 13 ოქტომბერი (32 წლის),

კოროსტიშივი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი (ამჟამად, უკრაინა
კუთვნილება უკრაინა
ჯარის სახეობა უკრაინის საზღვაო კორპუსი
სამხედრო სამსახურის წლები 2015–2017 წლები
წოდება სერჟანტი
ნაწილი 501-ე ცალკეული საზღვაო ქვეითების ბატალიონი
ბრძოლები/ომები

რუსეთ-უკრაინის ომი, დონბასის ომი,

შიროკინეს ბრძოლა
ჯილდოები Defender of the Motherland Medal

ტარას ჩმუტი (უკრ. Тарас Миколайович Чмут; დაბადებული 1991 წლის 13 ოქტომბერს) — უკრაინელი სერჟანტი, მოხალისე და სამხედრო ანალიტიკოსი, რომელიც 2020 წლიდან მუშაობს საქველმოქმედო ორგანიზაციის „უკან ცოცხალი დაბრუნდი“ თავმჯდომარის პოზიციაზე. თავდაპირველად, 2015-დან 2017 წლამდე, იგი მსახურობდა უკრაინული საზღვაო კორპუსის ოფიცრად და მონაწილეობას იღებდა დონბასის ომში.

ადრეული ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარას ჩმუტი დაიბადა ქალაქ კოროსტიშივიში 1991 წლის 13 ოქტომებრს. მამამისი იყო ბიზნესმენი, ხოლო დედამისი - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის თანამშრომელი.[1] ტარასმა 16 წლის ასაკში დააარსა „უკრაინის სამხედრო პორტალი“.[2] ის არის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და სპეციალიზებულია კომპლექსური პილოტ-სანავიგაციო აღჭურვილობაში.[1]

რუსეთ-უკრაინის ომის წინ, ჩმუტი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ოპორა“ გამჭვირვალობის კოორდინატორი ჟიტომირის ოლქში.[3]

2014 წელს დონბასის ომის დაწყებიდან მოყოლებული, ტარას ჩმუტმა „უკრაინული სამხედრო პორტალის“ საშუალებით დაიწყო მოხალისეობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. 2015 წელს ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ, იგი შეუერთდა უკრაინის საზღვაო კორპუსს და 501-ე ცალკეული საზღვაო ქვეითების ბატალიონის წევრი გახდა.[2]

ტარას ჩმუტმა განაგრძო მოხალისეობა საზღვაო კორპუსში, სადაც აგროვებდა ფინანსებს ბატალიონის სნაიპერების შაშხანების, ისევე როგორც სხვა თანამედროვე სნაიპერული აღჭურვილობის შესაძენად.[4] ასევე, მან განაგრძო საჯარო რეპორტების წერა შეიარაღებული ძალების პრობლემების შესახებ, რამაც გამოიწვია ურთიერთობების დაძაბვა მეთაურებთან და საბოლოოდ, 2015 წლის სექტემბერში იგი გაიწვიეს დონბასიდან. პირად შემადგენლობაში მიკოლაევში მუშაობის დაწყების შემდგომ, ჩმუტმა გააპროტესტა დონბასიდან მისი უკან გაწვევა და 2016 წლის მაისში შეუერთდა 137-ე საზღვაო ბატალიონს. შესაბამისად, ჩმუტმა გაიარა წვრთნები სამხედრო თეორიასა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში ბრიტანელ და ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად. ასევე, იგი მონაწილეობდა სამხედრო წვრთნებში (Sea Breeze-2016) და იმოგზაურა ლიეტუვაში, სადაც გაიარა დამატებითი მომზადება.[5]

ლიეტუვაში დაბრუნებიდან მოყოლებული, ტარას ჩმუტი კიდევ ერთხელ ჩაერთო დონბასის საბრძოლო მოქმედებებში და ასრულებდა თავის ვალდებულებას 2016 წლის ოქტომბერსა და 2017 წლის ივნისში.[5] იგი იბრძოდა შიროკინის წინააღმდეგ, სანამ 2017 წელს[6] მიანიჭებდნენ სერჟანტის წოდებას.[7] იგი, ასევე იყო 137-ე ბატალიონის სადაზვერვო რაზმის მეთაური საკუთარი პოზიციის დატოვებამდე.[1]

სამოხალისეო აქტივობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო კორპუსის დატოვების შემდგომ, ტარას ჩმუტი დაუბრუნდა „უკრაინის სამხედრო პორტალს“, სანამ 2017 წლის მიწურულს საქველმოქმედო ფონდს „უკან ცოცხალი დაბრუნდი“ ანალიტიკოსის პოზიციაზე შეუერთდებოდა. 2020 წლის 24 ნოემბერს იგი საქველმოქმედო ფონდის დირექტორი გახდა.[6]

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისიდან, ფონდმა „უკან ცოცხალი დაბრუნდი“ დიდი ყურადღება მიიპყრო. 2022 წლის მაისში საქველმოქმედო ფონდმა დახარჯა 16.5 მილიონი დოლარი, რათა შეესყიდა უპილოტო საფრენო აპარატი „ბაირაქტარი“,[8] რომელზეც ჩმუტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ აპარატმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ომის დაწყებისას უკრაინის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.[9]

ტარას ჩმუტი, ასევე არის სამხედრო ანალიტიკოსი. მას არაერთხელ უსაუბრია დასავლეთის მედია-საშუალებებთან, სადაც განიხილავდა რუსეთ-უკრაინის ომს.[10]

2022 წელს, Forbes-მა აღიარა ტარას ჩმუტი და შეიყვანა გამოჩენილი 30 წლამდელი ახალგაზრდების სიაში.[11] ასევე, 2022 წლის 23 აგვისტოს, ტარას ჩმუტმა მიიღო სამშობლოს მცველის მედალი, უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერების საქმეში შეტანილი ძალისხმევის გამო,[12] ხოლო მოგვიანებით, 2023 წელს, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვდა სამართლიანობის სინათლის შემკული მედლით.[13]

  1. 1.0 1.1 1.2 Levytska, Iryna (21 July 2020). „Армія готова до війни. Це найважливіший здобуток із 2014 року“ [Army ready for war: the most important gain since 2014]. Gazeta.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 8 December 2023.
  2. 2.0 2.1 Velychko, Ruslana (6 December 2017). „Три товариші. Історії волонтерів, що пішли служити в ЗСУ“ [Three comrades: stories of volunteers serving in ZSU]. Insider (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 8 December 2023.
  3. „Військовослужбовець-волонтер Тарас Чмут розповів Житомир.info про волонтерську діяльність та конфлікт з командуванням“ [Soldier and volunteer Taras Chmut tells Zhytomyr.info about volunteer activities, conflict with commanders]. Zhytomyr.info (უკრაინული). 28 September 2015.
  4. „Тарас Чмут пішов служити за контрактом, не чекаючи повістки“ [Taras Chmut went to serve under contract, without waiting for summons]. Zhytomyr First (უკრაინული). 3 July 2015. ციტირების თარიღი: 8 December 2023.
  5. 5.0 5.1 Kozliuk, Stanislav (18 March 2018). „Морпіх і його щоденники“ [A Marine and his diaries]. The Ukrainian Week (უკრაინული). ციტირების თარიღი: 8 December 2023.
  6. 6.0 6.1 „Благодійний фонд "Повернись живим" очолив Тарас Чмут“. LB.ua. 24 November 2020. ციტირების თარიღი: 8 December 2023.
  7. „Україна відбере свої моря у Росії?“ [Will Ukraine retake her seas from Russia?]. Radio Free Europe/Radio Liberty (უკრაინული). 5 July 2021. ციტირების თარიღი: 8 December 2023.
  8. Krasnomovets, Pavlo (26 July 2022). „Фонд «Повернись живим» придбав та доставив в Україну комплекс Bayraktar з трьох БПЛА за $16,5 млн“ [Come Back alive foundation purchases and delivers to Ukraine Bayraktar complex, three UAVs for $16.5 million]. Forbes (უკრაინული). ციტირების თარიღი: 8 December 2023.
  9. Malyasov, Dylan (6 July 2023). „Bayraktar TB2 drones saved the country, Ukrainian expert says“. Defence Blog. ციტირების თარიღი: 8 December 2023.
  10. Spirlet, Thibault (28 September 2023). „Western-made armor isn't working in Ukraine because it wasn't designed for a conflict of this intensity, Ukrainian analyst says“. Business Insider. ციტირების თარიღი: 8 December 2023.
  11. Kholodnova, Anna (22 August 2022). „Forbes published this year's "30 under 30" ranking. On the list — Volyna, Chmut, "Kurgan & Aggregat". Babel. ციტირების თარიღი: 8 December 2023.
  12. Zelenskyy, Volodymyr. (23 August 2022) Указ Президента України №593/2022 uk. ციტირების თარიღი: 8 December 2023
  13. „У Львові оголосили лауреатів нагороди «Світло Справедливості»“ [Light of Justice award laureates announced in Lviv]. Galinfo (უკრაინული). 13 February 2023. ციტირების თარიღი: 8 December 2023.