უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი
Український католицький університет
დევიზი Nosce te ipsum
დაფუძნდა 6 ოქტომბერი, 1929 და 1994
დამფუძნებელი (-ები) ანდრეი შეპტიცკი
ტიპი Catholic seminary და კათოლიკური უნივერსიტეტი
რექტორი ბოგდან პრახი
ქალაქი უკრაინის დროშა ლვოვი
ქვეყანა უკრაინა
კავშირები International Federation of Catholic Universities[1] და Central and East European Management Development Association
აფილაცია Ukrainian Greek Catholic Church
უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი — უკრაინა
უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი
https://ucu.edu.ua/en/

უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრ. Український католицький університет; 1929-1945 და 1992-2002 წლებში ლვოვის ღვთისმეტყველების აკადემია) — რელიგიური პედაგოგიური სასწავლებელი უკრაინის ქალაქ ლვოვში. პირველი კათოლიკური უნივერსიტეტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და პირველი უნივერსიტეტი, რომელიც დაფუძნდა უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წელს შედგა ლვოვის ღვთისმეტყველების აკადემიის საზეიმო გახსნის ცერემონია. აკადემიის პირველ რექტორად დაინიშნა იოსიფ სლიპი. აკადემიამ თავის გარშემო შემოიკრიბა დასავლეთ უკრაინის ინტელიგენცია და გახდა ღვთისმეტყველეფისა და ფილოსოფიის ცენტრი. მაშინდელი პოლონეთის ტერიტორიაზე ეს იყო პირველი უკრაინული უმაღლესი სასწავლებელი. დაარსებიდან ათი წლის თავზე აკადემია საკმაოდ გაიზარდა: გაიხსნა ახალი ფაკულტეტები, კათედრები, პროფესორების შემადგენლობა გაიზარდა 40-მდე.

1945 წელს აკადემია დახურეს, ხოლო პედაგოგები ან ემიგრაციაში წავიდნენ, ან მოხდა მათი რეპრესირება ან საერთოდ შეწყვიტეს პედაგოგიური საქმიანობა.

1992 წელს უკრინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მიროსლავ ლიუბაჩივსკის კურთხევით შეიქმნა კომისია, რომელიც მსჯელობდა აკადემიის აღდგენის შესახებ. 1994 წელს ლვოვის სინოდმა ხმა მისცა ლვოვის ღვთისმეტყველების აკადემიის აღდგენას. ამავე წლის სექტემბერში მოხდა აკადემიის ოფიციალური გახსნა. 1997 წელს აღდგა ჟურნალ „ღვთისმეტყველების“ გამოცემა. 1999 წელს მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია. ამავე წელს გამოუშვა სტუდენტების პირველი ნაკადი. აკადემიის პირველი რექტორი გახდა მიხაილ დიმიდი. 2000 წელს იგი შეცვალა ბორის გუძიაკმა.

2002 წელს ლვოვის ღვთისმეტყველების აკადემიას ეწოდა უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი, რომლის რექტორიც კვლავ ბორის გუძიაკი გახდა. 2013 წელს უნივერსიტეტის ლექტორი გახდა ბორის პრახი, ხოლო ბორის გუძიაკი უნივერსიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს.

სპეციალობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის კათოლიკურ უნივერსიტეტში ასწავლიან: თეოლოგიას, ისტორიას, კომპიუტერულ მეცნიერებებს, პოლიტოლოგიას, ფსიქოლოგიას, სოციალურ პოედაგოგიკას, სოციოლოგიას, კულტუროლოგიას, ფილოლოგიასა (ინგლისური ენა) და ბიზნეს-ანალიტიკას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://international.ucu.edu.ua/international-profile/networks-and-associations/