შინაარსზე გადასვლა

ტარასი მგალობლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მგალობლიშვილი.

ტარასი მგალობლიშვილი (დ. 20 ივლისი, 1877, ქუთაისი — გ. 1939) — ქართველი რევოლუციონერი.

1894 წლიდან საქმიანობდა ბათუმში. 1902 წელს მონაწილეობა მიიღო ბათუმის მუშათა გაფიცვაში. 1903 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი. 1906 წლიდან თბილისში განაგრძო პარტიული მუშაობა. რეაქციის წლებში რამდენჯერმე დააპატიმრეს. თებერვლის რევოლუციის შემდეგ პარტიის ერკეთის რაიკომის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1918 წელს იყო ბოლშევიკების გურიის სამაზრო და დასავლეთ ამიერკავკასიის კომიტეტის წევრი. თანამშრომლობდა ბოლშევიკურ გაზეთებში. 1919 წლის ნოემბერში ხელმძღვანელობდა აჯანყებას ჩოხატაურის რაიონში, რომლის დამარცხების შემდეგ არალეგალურად გაემგზავრა ბაქოში და განაგრძო პარტიული მუშაობა. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პარტიულ სამუშაოზე იყო გურიასა და იმერეთში. 1926 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა სახალხო მოსამართლედ, უმაღლესი სასამართლოს წევრად, დამცველთა კოლეგიის წევრად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]