შინაარსზე გადასვლა

ტარავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტარავა
მშობ. სახელი: ინგლ. Tarawa

ატოლ ტარავას რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 1°26′ ჩ. გ. 173°00′ ა. გ. / 1.433° ჩ. გ. 173.000° ა. გ. / 1.433; 173.000 (Tarawa)
კუნძულთა რაოდენობა 24
ფართობი 31,02 კმ²
უმაღლესი წერტილი 3 მ
კირიბატის დროშა კირიბატი
დემოგრაფია
მოსახლეობა 56 284 (2010)
სიმჭიდროვე 1814,44 ად. /კმ²

ტარავა (ინგლ. Tarawa) — ატოლი გილბერტის კუნძულების ჯგუფში, რომელზეც მდებარეობს კირიბატის რესპუბლიკის დედაქალაქი — აგლომერაცია სამხრეთი ტარავა. მთავარი სახელმწიფო ორგანოები მდებარეობენ ბაირიკიში, სამინისტროების ნაწილი — ბეტიოში და ბიკენიბეუში.

ატოლ ტარავას რუკა (წითელი ფერი — სამხრეთი ტარავა, ყვითელი ფერი — ჩრდილოეთი ტარავა)

ატოლი შედგება დაახლოებით 24 მომცრო კუნძულისაგან, სადაც 8 დასახლებულია. ყველაზე დიდი კუნძული ბაირიკი გადაჭიმულია დასახლება ბონრიკი-დან (ატოლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი) ბაირიკიმდე. ყველაზე დიდი ქალაქი — ბეტიო და ტარავას ერთადერთი აეროპორტიბონრიკის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე განლაგებულია სამხრეთ ტარავაში.

ატოლ ტარავას კუნძულების ჩამონათვალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს ატოლი ოკუპირებული იქნა იაპონიის არმიის მიერ. 1943 წლის 20—23 ნოემბერს ატოლ ტარავაზე მოხდა წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედების თეატრში ერთ-ერთი სისხლისმღვრელი ტარავას ბრძოლა, რომელშიც ამერიკულმა ჯარმა დაამარცხა იაპონიის ჯარი.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოლი დაყოფილია სამ საარჩევნო ოლქად:

  1. სამხრეთი ტარავა ანუ Teinainano Urban Council (ბაირიკიდან ბონრიკიმდე);
  2. ბეტიო ანუ Betio Town Council;
  3. ჩრდილოეთი ტარავა ანუ Tarawa Ieta.
დასახლება (ქართ.) დასახლება (ინგლ.) მოსახლეობა,
ად. (2010)[1]
ჩრდილოეთი ტარავა (6102 ად.)
1ბუარიკიBuariki703
2ტეარინიბაიTearinibai297
3ნუატაბუNuatabu197
4ტებვანგაროიTebwangaroi40
5ტარატაიTaratai151
6ნოოტოNooto814
7აბაოკოროAbaokoro262
8მარენანუკაMarenanuka101
9ტაბონიბარაTabonibara363
10კაინაბაKainaba266
11ნაბეინაNabeina435
12ტაბიტეუეაTabiteuea505
13აბატაოAbatao499
14ბუოტაBuota1469
სამხრეთი ტარავა (34 427 ად.)
15ტანაეაTanaea279
16ბონრიკიBonriki2355
17ტემვაიკუTemwaiku3135
18კაუსევაიCauseway2054
19ბიკენიბეუBikenibeu6568
20აბარაოAbarao1665
21ეიტაEita3061
22ტანგინტებუTangintebu89
23ტაბორიოTaborio1282
24ამბოAmbo2200
25ბანრაეაბაBanraeaba1969
26ანტებუკაAntebuka1087
27ტეაორაერეკეTeaoraereke4171
28ნანიკაიNanikai988
29ბაირიკიBairiki3524
ბეტიო (15 755 ად.)
30ბეტიოBetio15 755
სულTotal56 284

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა კოპრის დამზადება და მარგალიტის მოპოვება.

კირიბატის კუნძულების სია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Kiribati Census Report 2010 Volume 1. National Statistics Office, Ministry of Finance and Economic Development, Government of Kiribati. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-30. ციტირების თარიღი: 2014-09-29.